თურქული პრესა 03.01.2023

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1926989
თურქული პრესა 03.01.2023

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ, სტამბოლში, 2022 წლის საგარეო ვაჭრობის მაჩვენებლების გამოცხადების დროს აღნიშნა, რომ 2022 წელს თურქეთის ექსპორტი წინა წელთან შედარებით 12,9 პროცენტით გაიზარდა და 254,2 მილიარდი დოლარი შეადგინა.

გაზეთი „Hürriyet“-ი იუწყება, რომ 2023 წლის პირველ დღეებში მსოფლიოს თვალი თურქეთისკენაა მიპყრობილი. ჟურნალ Foreign Policy-მა პრეზიდენტ ერდოღანის შესახებ მნიშვნელოვანი ანალიზი გამოაქვეყნა. ანალიზში, მიმდინარე წელს თურქეთში გასამართ არჩევნებზეც არის ყურადღება გამახვილებული, რომელშიც ნათქვამია: „ერდოღანმა მოიგო 2002 წლის არჩევნები, 2003 წელს გახდა პრემიერ-მინისტრი და მას შემდეგ ანკარაში ყველაზე გავლენიანი ადამიანია“.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წერს, რომ გასულ წელს, სტამბოლის საფონდო ბირჟამ ინვესტორებს ყველაზე მეტი შემოსავალი მოუტანა მსოფლიო საფონდო ბირჟებს შორის. მიუხედავად იმისა, რომ BIST 100 ინდექსი 2022 წელს გაიზარდა 196,57%-ით, მისი უახლოესი კონკურენტი არგენტინის S&P Merval გაიზარდა 135,28%-ით. გასულ წელს ზარალი განიცადა აშშ-ს, ჩინეთისა და ევროპის ძირითად საფონდო ბირჟებმა.

„ანტალია სწრაფად შევიდა 2023 წელს“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Star“-ში და მასში ვკითხულობთ: ანტალიამ, რომელმაც 2022 წელი 13 მილიონზე მეტი ტურისტით დაასრულა, 2023 წლის პირველ დღეს საჰაერო გზით, 9 ათას 27 ტურისტი მიიღო. ყველაზე მეტი ტურისტი რუსეთიდან ჩამოვიდა.

გაზეთ „Vatan“-ში კი ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „სტამბულის აეროპორტი ევროპის მწვერვალზეა“ და მასში ვკითხულობთ: ევროპის საჰაერო ნავიგაციის უსაფრთხოების ორგანიზაციის (EUROCONTROL) 2022 წლის შეფასებით, სტამბულის აეროპორტი დღიურად 1156 ფრენით  ევროპის ყველაზე დატვირთულ აეროპორტად დასახელდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები