თურქული პრესა 28.12.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1924705
თურქული პრესა 28.12.2022

თურქული პრესა 28.12.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Haber Türk: "შავი ზღვის გაზი მარტში დაიწყებს წვას"

თურქეთმა შავ ზღვაში 710 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის მარაგი აღმოაჩინა, რომლის საერთო ღირებულება 1 ტრილიონი დოლარია. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფათიჰ დონმეზმა თქვა: „მარტის ბოლოს ჩვენ პირველ გაზს სისტემას მივაწოდებთ“.

Star: "მსოფლიო თურქეთზე ლაპარაკობს "

შავ ზღვაში აღმოჩენილმა ბუნებრივი აირის ახალმა მარაგმა მსოფლიო პრესაში ფართო გამოხმაურება გამოიწვია. ინფორმაციებში თურქეთის გაზრდილი გაზის მარაგის შესახებ დეტალებზეა საუბარი. ხაზგასმით არის აღნიშნული, რომ საქარიას საბადოზე არსებული რეზერვები უფრო მეტია, ვიდრე ადრე ეგონათ.

Vatan: "THY დაიწყებს ფრენებს შანხაიში"

ჩინეთმა, რომელიც ბოლო დრომდე ახორციელებდა ძალიან მკაცრ ზომებს „ნულოვანი კოვიდ“-ის პოლიტიკით, გამოაცხადა, რომ 8 იანვრიდან მოუხსნის ქვეყანაში ჩასულ მგზავრებს საკარანტინო ვალდებულებას. თურქეთის ავიახაზები (THY) კი შანხაიში ფრენების დაწყებას 13 იანვრიდან გეგმავს.

Yeni Şafak: "საბიჰა გოქჩენის აეროპორტმა რეკორდი მოხსნა"

სტამბოლის საბიჰა გოქჩენის საერთაშორისო აეროპორტმა 24 დეკემბერს საზღვარგარეთიდან ჩამოსული მგზავრების რაოდენობით, 29 162 მგზავრით, ისტორიული რეკორდი დაამყარა. 24 დეკემბერს საერთაშორისო რეისებით სტამბოლში 29 162 მგზავრი ჩამოვიდა.

Sabah: "სტამბოლის ბირჟა ინვესტორების ფავორიტია"

სტამბოლის ბირჟა, ინვესტორებისთვის, რომლებიც მოგების მიღების ძიებაში არიან, ერთადერთი მისამართი გახდა და მისმა მოგებამ წელს 200 პროცენტს მიაღწია. იგი ასევე კომპანიების ყურადღების ცენტრში მოექცა. 2021 წლის ბოლოსთან შედარებით სტამბოლის ბირჟაზე ინვესტორების რაოდენობა 1 მილიონ 280 ათასი ადამიანით გაიზარდა და ისტორიულ პიკს, 3 მილიონ 650 ათასს მიაღწია.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები