თურქული პრესა 27.12.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1924271
თურქული პრესა 27.12.2022

თურქული პრესა 27.12.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Haber Türk: "ბუნებრივი გაზის ახალი აღმოჩენა შავ ზღვაში"

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ მათ შავ ზღვაში აღმოაჩინეს 58 მილიარდი კუბური მეტრი ბუნებრივი აირის ახალი მარაგი. ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ შავ ზღვაში აღმოჩენილმა გაზის მარაგმა 710 მილიარდ კუბურ მეტრს მიაღწია. „საერთაშორისო ბაზრებზე ბუნებრივი აირის საფასური დღევანდელი მაჩვენებლებით 1 ტრილიონი დოლარია“. - აღნიშნა თურქეთის პრეზიდენტმა.

Star: "სირიის ჩრდილოეთით უსაფრთხოების ხაზი შეიქმნება"

პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ მომავალ წელს უსაფრთხოების საკითხში მტკიცედ გააგრძელებენ ტერორიზმის აღმოფხვრის სტრატეგიის განხორციელებას მთელი სამხრეთი საზღვრების გაყოლებაზე და დასძინა: „განსაკუთრებით სირიიდან ჩვენი ქვეყნის მიმართ საფრთხეების აღმოსაფხვრელად 30 კილომეტრის სიღრმის უსაფრთხოების ხაზზე არსებული ხარვეზების დასაფარად ჩვენ გადავდგამთ ახალ ნაბიჯებს“.

Hürriyet: "ერდოღანმა 3 წლის წინ გააფრთხილა"

საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა, PKK-ს მხარდამჭერებმა მრავალი მანქანა გადააბრუნეს და დაწვეს. ინციდენტების შედეგად ბევრი ადამიანი დაშავდა. 2019 წელს სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა ერდოღანმა ტერორისტულ ორგანიზაციებს მხარდამჭერ ქვეყნებს უთხრა: „თქვენ ამას არასწორად აკეთებთ. ტერორის გველი, რომელსაც დღეს საკუთარი ხელით კვებავთ, საბოლოოდ მოგიბრუნდებათ და თქვენც დაგკბენს.“

Sabah: "საფრანგეთის ელჩი საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს"

ანკარაში საფრანგეთის ელჩი ერვე მაგრო საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. საფრანგეთის ელჩთან გამოითქვა უკმაყოფილება PKK/PYD/YPG-ს წრეების მიერ თურქეთის წინააღმდეგ დაწყებული შავი პროპაგანდის და ამ პროპაგანდაში საფრანგეთის ხელისუფლების წარმომადგენლებისა და ზოგიერთი პოლიტიკოსის გამოყენების გამო.

Yeni Şafak: "საუდის არაბეთიდან თურქეთში 3,3 ტრილიონი დოლარის ინვესტიციის მიზანი"

საუდის არაბეთიდან 100-ზე მეტი კომპანია ჩამოვიდა თურქეთში ინვესტიციებისა და პარტნიორობის მიზნით. ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური ურთიერთობებით შექმნილი პოზიტიური ატმოსფერო ინვესტიციებისა და ვაჭრობის სფეროებზეც აისახა. საუდის არაბეთის ინვესტიციების მინისტრმა, ხალიდ ბინ აბდულაზიზ ალ ფალიჰმა განაცხადა, რომ მიზნად ისახავენ თურქეთში 3,3 ტრილიონი დოლარის პირდაპირ ინვესტიციის განხორციელებას 2030 წლის ხედვის ფარგლებში.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები