თურქული პრესა 22.12.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1922179
თურქული პრესა 22.12.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დედაქალაქ ანკარაში, სენეგალის პრეზიდენტ მაკი სალთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ისინი ყოველთვის შეეცდებიან განავითარონ ეკონომიკური ურთიერთობები აფრიკასთან სამართლიანად და დაბალანსებულად. მისივე თქმით, ისინი შეინარჩუნებენ კომერციულ ურთიერთობებს მომგებიანი გზით.

გაზეთი „Haber Türk“-იც პრეზიდენტ ერდოღანის ეკონომიკურ ზრდასთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სანამ მთელი მსოფლიო კრიზისის ტალღებს ებრძვის, თურქეთმა მიაღწია ზრდის მიზნებს ინვესტიციების, დასაქმების, წარმოების და ექსპორტისა თვალსაზრისით. ერდოღანის თქმით, მიმდინარე წელს თურქეთი, 4-5 პროცენტიანი ზრდით დახურავს.

გაზეთი „Hürriyet“-ი ჰულუსი აქარის, ეგეოსის და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის საკითხთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებებს უთმობს ადგილს, რომელშიც ვკითხულობთ: ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, რომ თურქეთი ღიაა დიალოგისთვის კვიპროსის, ეგეოსის და აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვის საკითხთან მიმართებაში, ის არ დაუშვებს რაიმე წინასწარ შედგენილ გეგმას და არ გააკეთებს ამას მომავალში. აქარმა თქვა: „ჩვენ გადაწყვეტილი გვაქვს დავიცვათ ჩვენი და ჩვენი კვიპროსელი ძმების უფლებები და ინტერესები. საბედნიეროდ, ჩვენ შეგვიძლია ამის გაკეთება“.

გაზეთი „Vatan“-ი იუწყება, რომ კომპანია Baykar-ის დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ სელჩუკ ბაირაქტარმა განაცხადა, რომ უპილოტო მოიერიშე თვითმფრინავი, Kızılelma, რომელმაც პირველი ფრენა წარმატებით განახორციელა, მისი 20 წლის ოცნება იყო.

გაზეთი „Star“-ი წერს, რომ ნატოს გენერალური მდივნის თანაშემწემ უსაფრთხოების გამოწვევებში, დავიდ ვან ვილმა განაცხადა, რომ თურქული უპილოტო საფრენი აპარატები (İHA) მთავარ როლს ასრულებენ ბრძოლის ველებზე. „თურქული უპილოტო საფრენი აპარატები (İHA) ინოვაციის მართლაც კარგი მაგალითია, რომელიც შეიძლება გამოყენებულ იქნას თანამედროვე ომში“, განაცხადა დავიდ ვან ვილმა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები