თურქული პრესა 21.12.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1921639
თურქული პრესა 21.12.2022

თურქული პრესა 21.12.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Hürriyet "ჩავუშოღლუს კრიტიკა შვედეთს"

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ შვედეთის უზენაესი სასამართლოს მიერ FETÖ-ს გაქცეული წევრის ბულენთ ქენეშის ექსტრადიციის მოთხოვნაზე უარის თქმა ძალიან ნეგატიურია და დაამატა: „ჩვენ გვინდა ვიხილოთ შვედეთისა და ფინეთისგან კონკრეტული ქმედებები და არა ლამაზი სიტყვები“.

Star "გზავნილი აქარისგან: ჩვენ არავისგან ვიღებთ ნებართვას"

იტალიური გაზეთის კორესპონდეტთან საუბრისას, ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა სირიის ჩრდილოეთით მდებარე ტერორისტული სამიზნეების წინააღმდეგ შესაძლო ოპერაციასთან დაკავშირებით განაცხადა: „ტერორისტული ორგანიზაცია PKK/YPG-ს სამიზნე თურქეთის მშვიდობა და უსაფრთხოებაა. ჩვენი ქვეყნის და საზღვრების დასაცავად გაეროს წესდების 51-ე მუხლიდან გამომდინარე ლეგიტიმურ თავდაცვის უფლებას ვიყენებთ. ამის კეთებისას ვინმესგან ნებართვას არ ვიღებთ“.

Vatan "ახალი გადაწყვეტილება ადგილობრივი საჰაერო თავდაცვის სისტემებისთვის"

პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის თავმჯდომარეობით გამართული თავდაცვის მრეწველობის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომის შემდეგ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნულია თურქეთის საჰაერო თავდაცვის გაძლიერების მიზნით Siper-ის, Hisar-ისა და Sungur-ის სისტემების ახალი მასობრივი წარმოების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებებზე.

Yenişafak "ქვეყნების რაოდენობა, რომლებმაც Bayraktar TB2 შეიძინეს 27 გახდა"

ალბანეთის მთავრობასა და Baykar Teknoloji-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება Bayraktar TB2 SİHA-ს შესაძენად. ამრიგად, ქვეყნების რაოდენობა, რომლებმაც Bayraktar TB2 შეიძინეს 27 გახდა.

Habertürk "'დიდი იუსუფი' თურქეთში დაბრუნდა"

თვითმფრინავი „A400M“ „კოჯა იუსუფი“ (დიდი იუსუფი), რომელიც უკრაინაში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისა და თურქეთის მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით გაფრინდა და ბორისპოლის აეროპორტში საჰაერო სივრცის დაკეტვის გამო 10 თვე იყო გაჩერებული, თურქეთში დაბრუნდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები