თურქული პრესა 16.12.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1919651
თურქული პრესა 16.12.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თქვა, რომ თურქეთი არის ქვეყანა, რომელიც ყველაზე კარგად გაიგებს გერმანიაში არსებულ განწყობას გადატრიალების მცდელობის წინააღმდეგ, მაგრამ ისინი ვერ ხედავენ იმავე გაგებას გერმანიის მხრიდან. „გერმანია არის ყველაზე მნიშვნელოვანი თავშესაფარი ტერორისტული ორგანიზაციებისთვის ევროპაში“, - აღნიშნა პრეზიდენტმა ერდოღანმა.

„ბორელის გეგმა ჩაიშალა“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Vatan“-ში და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელის, ჯოზეფ ბორელის შეფასება იმის თაობაზე, რომ თურქეთმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციები უნდა შეასრულოს, მკაცრად გააკრიტიკა და აღნიშნა: „ევროპის მიერ მიღებული მარცვლეულის 44 პროცენტი შავი ზღვიდან თურქეთის გავლით მოდის. რუსეთისა და თურქეთის აზრმა, უფასოდ გაგზავნონ მარცვლეული ნაკლებად განუვითარებელ ქვეყნებში, ბორელის გეგმები ჩაშალა“.

გაზეთი „Hürriyet“-ი ჩავუშოღლუს, ბელგიის მიმართ კრიტიკას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ბელგიის საგარეო საქმეთა მინისტრთან აჯა ლაბიბისთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ყურადღება გაამახვილა ბელგიაში PKK-ის მიერ ორგანიზებულ დემონსტრაციებზე და თქვა: „ჩვენი საელჩოს წინ დემონსტრაციები გაიმართა, სადაც ტერორისტების ლიდერების პლაკატები იყო გამოყენებული. ისევე, როგორც დაეშ-ს არ შეუძლია გამოიყენოს თავისი სიმბოლიკები ბელგიაში, ასევე არ უნდა გამოიყენოს PKK-მ. ჩვენი მოლოდინი ბელგიისგან არის სიფრთხილის ზომების მიღება და ბრძოლა PKK-ს ორგანიზაციის წინააღმდეგ“.

გაზეთი „Haber Türk“-ი ვლადიმერ პუტინის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა თქვა: „თურქეთის ბუნებრივი აირის ინფრასტრუქტურას მნიშვნელოვანი პოტენციალი აქვს. უახლოეს მომავალში შესაქმნელ ბუნებრივი აირის ცენტრში შესაძლებელია ვაჭრობის ელექტრონული პლატფორმის შექმნა“. პუტინმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ბუნებრივი აირის ფასი ევროპელი მომხმარებლებისთვის, თურქეთში შესაქმნელ ცენტრში განისაზღვრება.

გაზეთი „Star“-ი წერს, რომ თურქეთის უპილოტო მოიერიშე თვითმფრინავის Bayraktar Kızılelma-ს პირველ ფრენას მსოფლიო მასშტაბით დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ამერიკის შეერთებული შტატებიდან  ჩინეთამდე, ეგვიპტიდან საბერძნეთამდე მრავალი ქვეყნის მედიასაშუალებებმა დიდი დრო დაუთმეს ამ საკითხს.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები