თურქული პრესა 15.12.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1919151
თურქული პრესა 15.12.2022

თურქული პრესა 15.12.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Hürriyet: "ერდოღანი: დავიწყოთ მუშაობა თურქმენულ გაზზე"

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თურქმენეთში თურქეთ-აზერბაიჯან-თურქმენეთის სახელმწიფოს მეთაურების პირველ სამიტზე განაცხადებები გააკეთა. ერთობლივ პროტოკოლს ხელი მოაწერეს რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა და თურქმენეთის პრეზიდენტმა სერდარ ბერდიმუჰამედოვმა. ერდოღანმა თქვა: „უკვე უნდა დავიწყოთ მუშაობა თურქმენული ბუნებრივი აირის დასავლეთ ბაზრებზე ტრანსპორტირებაზე“.

Star:  "ჩავუშოღლუს მოწოდება სომხეთს"

საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ თურქეთი აგრძელებს მოლაპარაკებებს სომხეთთან სპეციალური წარმომადგენლების მეშვეობით და დაამატა: „კოორდინირებული გზით ჩვენი საჰაერო სივრცის გახსნის საკითხზე, საჰაერო ტვირთებთან დაკავშირებით ჩვენ გადავდგით გარკვეული ნაბიჯები. სომხეთმაც გულწრფელი ნაბიჯი უნდა გადადგას“.

Sabah: " Kızılelma-მ პირველი ფრენა განახორციელა"

უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავმა Bayraktar Kızılelma-მ პირველი ფრენა განახორციელა. თურქული ავიაციის ისტორიული დღის ამსახველი კადრები გავრცელდა. Baykar-ის აღმასრულებელმა დირექტორმა ჰალუქ ბაირაქტარმა თქვა: ”დავასრულეთ ჩვენი პირველი გაფრენა Kızılelma-ს პროექტში, რომელიც დაიწყო 2021 წელს, რეკორდულ დროში 1 წელიწადში.”

Yeni Şafak: " Wall Street Journal-მა შეაქო თურქეთის ეკონომიკის მოდელი"

თურქეთის ეკონომიკის მოდელი ამერიკულმა ფინანსურმა გაზეთმა Wall Street Journal-მა შეაქო. გაზეთის მიერ გაკეთებულ ანალიზში აღინიშნა, რომ პრეზიდენტ ერდოღანის არაჩვეულებრივი პოლიტიკა შეიძლება დაამტკიცოს მაკროეკონომიკურმა პირობებმაც, რომელიც 2023 წელს უფრო ადვილი იქნება. ანალიზში ნათქვამია, რომ „ოჯახები თურქულ ლირას უბრუნდებიან“.

Haber Türk: "გერმანული ჟურნალი: ადანა, პენსიონერთა საყვარელი ქალაქი"

გერმანული ჟურნალის Focus-ის კვლევის მიხედვით, რომელიც სხვადასხვა ქვეყნის 799 ქალაქში ჩაატარა, თურქეთის ქალაქმა ადანამ მე-6 ადგილი დაიკავა პენსიონერთა საყარვეული ქალების ათეულში. ქალაქის ჯანდაცვის სერვისები, უსაფრთხოება, კლიმატი და სატრანსპორტო ქსელი იყო სიის შექმნის განმსაზღვრელი ფაქტორი, პენსიაზე გასული მოქალაქეების უმეტესობამ ეს შედეგი დაადასტურა და თქვა, რომ ისინი ძალიან ბედნიერები არიან ადანაში ცხოვრებით.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები