თურქული პრესა 11.11.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1905122
თურქული პრესა 11.11.2022

თურქული პრესა 11.11.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ Hürriyet-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა კომენტარი გააკეთა რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომში რუსეთის ხერსონიდან გასვლის შესახებ და განაცხადა, რომ „რუსეთის გადაწყვეტილება ხერსონთან დაკავშირებით პოზიტიური, მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა“.

გაზეთი Sabah-ის ცნობით, თურქეთი, როგორც ერთადერთი ქვეყანა, რომელსაც შეუძლია კარგი ურთიერთობა ჰქონდეს რუსეთ-უკრაინის ომის ორივე მხარესთან, თავისი შუამავლის როლით მსოფლიოს ყურადღებას იპყრობს. Telegraph-ში გამოქვეყნებულ ინფორმაციაში ნათქმია, რომ „თურქეთი ომის ნამდვილი გამარჯვებულია“ და საუბარია თურქეთის პრეზიდენტ ერდოღანის ლოდერობით წარმოებულ სამუშაოებზე.

Bayraktar TB2, თურქეთის პირველი ეროვნული შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატი (SİHA), აგრძელებს მაგალითის მიცემას მსოფლიოსთვის. - წერს გაზეთი  Yenişafak-ი. აშშ-ს შემდეგ ჩინურმა ტექნოლოგიურმა კომპანიამაც დააკოპირა Bayraktar TB2. ყურადღება მიიპყრო უპილოტო საფრენი აპარატის მოდელის გამოსახულების Bayraktar TB2-თან მსგავსებამ, რომლის წარმოებასაც CETC გეგმავს.

Habertürk-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთის ინდუსტრიულმა სექტორმა იანვარ-ოქტომბერში ყველა დროის ყველაზე მაღალი 154,2 მილიარდი დოლარის ექსპორტი განახორციელა.

და ბოლოს გაზეთი Star-ის ცნობით, ოქტომბრის ბოლოს სტამბოლსა და ანკარას 50 კაციანი რუსული ბიზნეს დელეგაცია ეწვია. რუსმა ბიზნესმენებმა, რომლებმაც ვიზიტთან დაკავშირებით განცხადება გააკეთეს, მიანიშნეს, რომ შესაძლოა თურქეთი იყოს რუსეთის დომინანტური მიმწოდებელი. საქმოსანმა ირინა კოლესოვამ თქვა: "ჩვენ სწრაფად დავიწყეთ შეკვეთების მიცემა".


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები