თურქული პრესა 09.11.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1904007
თურქული პრესა 09.11.2022

თურქული პრესა 09.11.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ Yeni Şafak-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა მოუწოდა შვედეთის პრემიერ- მინისტრს ულფ კრისტერსონს, რომელიც მან გუშინ მიიღო, „შეწყვიტონ ტერორისტების შეფარება“. ერდოღანმა აღნიშნა, რომ სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაციის PKK-ს წევრი ტერორისტები, შვედეთის ქუჩებში ტერორისტული ქსოვილის ნაგლეჯებით დადიან და დაამატა: „ტერორისტულ ორგანიზაციებს ხელი უნდა შეუშალონ შვედეთის დემოკრატიული გარემოს ბოროტად გამოყენებაში“.

Haber Türk-ის თანახმად, საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თავის განცხადებაში აღნიშნა, რომ რუსეთის მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტისთვის დაბრკოლებები სრულად არ არის მოხსნილი და დაამატა: „ჩვენ განვიხილავთ რა ნაბიჯები იქნება გადადგმული რუსეთის მოლოდინების დასაკმაყოფილებლად“.

გაზეთი Hürriyet-ი აქვეყნებს სტატიას სახელწოდებით "ომერ ჩელიქმა მაკრონი გააკრიტიკა", რომლის თანახმადაც, სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AK Parti) სპიკერმა ომერ ჩელიქმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს პასუხი გასცა, რომელმაც თურქეთს აფრიკაში იმპერიალისტური ძალა უწოდა და თქვა: ”გამოვლინდა, რომ ფრანგული კომპანიები ფრანგულ ინსტიტუტებთან კავშირში სირიაში მხარს უჭერენ როგორც DEAŞ-ს ასევე PKK-ს. ამის გამო ბატონმა მაკრონმა ბოდიში უნდა მოუხადოს თურქ ერს და ამის მაგიერ გამოსვლა და თურქეთის დადანაშაულება, რომ „იმპერიალისტური ძალაა“, დიდი შეცდომაა.

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფათიჰ დონმეზმა თქვა: „შავი ზღვის გაზის ხმელეთამდე მიტანის მიზნით ზღვის ქვეშ აშენებული მილსადენის 97 პროცენტი დასრულებულია. პირველ გაზს სისტემას მარტის ბოლოს მივაწვდით“. -  წერს გაზეთი Sabah-ი.

და ბოლოს, გაზეთი  Star -ის ინფორმაციით, კულტურისა და ტურიზმის სამინისტროსა და თურქეთის ტელე-რადიო მაუწყებლობის (TRT) მხარდაჭერით გადაღებული, რეჟისორ ფაისალ სოისალის ფილმი "კაკლის ხე" ბრაზილიის მე-6 საერთაშორისო კინოფესტივალზე "საუკეთესო ფილმად" დასახელდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები