თურქული პრესა 02.11.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1900839
თურქული პრესა 02.11.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი გუშინ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს ტელეფონით ესაუბრა. ლიდერებმა სატელეფონო საუბრის დროს, მარცვლეულის გადაზიდვის შეჩერების საკითხი განიხილეს.

გაზეთი „Star“-ი ერდოღან-შოლც შორის გამართულ სატელეფონო საუბარზე ამახვილებს ყურადღებას, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცთან სატელეფონო საუბარი გამართა. სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა აღნიშნა, რომ ისინი ელოდება გერმანიის ნეიტრალურ პოზიციას, თურქეთ-საბერძნეთის ურთიერთობების მიმართ.

„ჩავუშოღლუმ თავის რუს კოლეგასთან სატელეფონო საუბარი გამართა“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ, „Haber Türk“-ში და მასში ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ თავის რუს კოლეგა, სერგეი ლავროვს ტელეფონით ესაუბრა. სატელეფონო საუბრის დროს მინისტრებმა მარცვლეულის დერეფნის საკითხი განიხილეს.

გაზეთი „Vatan“-ი იუწყება, რომ ფინეთის პრემიერ-მინისტრმა სანა მარინმა მოუწოდა თურქეთსა და უნგრეთს დაამტკიცონ ფინეთის განაცხადი ნატოში გაწევრიანებაზე. მარინმა თქვა: „ახლა მთელი ყურადღება უნგრეთსა და თურქეთზეა მიპყრობილი. ჩვენ ველით, რომ ეს ქვეყნები დაამტკეცენ ჩვენს განაცხადს“.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ ანტალიაში საჰაერო გზით ჩასული ტურისტების რაოდენობამ 10 თვეში 12 მილიონ 743 ათას 295-ს მიაღწია. ეს კი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 48 პროცენტით მეტია. რაც შეეხება ოქტომბერის თვეს, 1 მილიონ 716 ათას 202 ტურისტი ჩამოვიდა და ყველა დროის რეკორდი მოიხსნა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები