თურქული პრესა 10.10.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1890707
თურქული პრესა 10.10.2022

თურქული პრესა 10.10.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Vatan: "პრეზიდენტი ერდოღანი: ბოლო 20 წლის განმავლობაში 164 მუზეუმი მთლიანად განვაახლეთ"

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ სტამბოლში მიმარ სინანის სახელობის სახვითი ხელოვნების უნივერსიტეტის მხატვრობისა და ქანდაკების მუზეუმის გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ბოლო 20 წლის განმავლობაში ჩვენ მთლიანად განვაახლეთ 164 მუზეუმი სარემონტო და აღდგენითი სამუშაოების ჩატარებით. ჩვენი ქვეყნის მასშტაბით 56 მუზეუმი პირველად გაიხსნა დამთვალიერებელთათვის და 18 მუზეუმი ახლად აშენებულ შენობებში შევიდა“.

Hurriyet: „ჩავუშოღლუ: ჩვენ ვალდებულნი ვართ დავიცვათ თურქეთის უფლებები და ინტერესები სირიიდან ლიბიამდე“

გუშინ საფრანგეთის ქალაქ სტრასბურგში თურქეთის მოქალაქეებთან შეხვედრისას საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა: „ჩვენ გვაქვს პრიორიტეტები, ვალდებულები ვართ დავიცვათ თურქეთის უფლებები და ინტერესები სირიიდან ლიბიამდე“.

Sabah: "თურქეთის ექსპორტი გერმანიაში ყველა დროის მაქსიმუმზეა"

თურქეთის ექსპორტი გერმანიაში 2022 წლის იანვარ-სექტემბერში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 10,6 პროცენტით გაიზარდა და 14 მილიარდ 258 მილიონ დოლარს მიაღწია, რაც ყველა დროის იანვარ-სექტემბრის ყველაზე მაღალი მაჩვენებელია.

Star: "მსოფლიოში საუკეთესო თურქეთშია! მგზავრების რაოდენობა 51 პროცენტით გაიზარდა"

სტამბოლის აეროპორტი, რომელიც მსოფლიოში საუკეთესო აეროპორტად იქნა არჩეული, 47 მილიონ 572 ათას მგზავრს მოემსახურა. ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილ ქარაისმაილოღლუმ განაცხადა, რომ იანვარ-სექტემბერში მგზავრთა საერთო რაოდენობა, ტრანზიტული მგზავრების ჩათვლით, 51 პროცენტით გაიზარდა და 138 მილიონს გადააჭარბა.

Haber Türk: "ამპუტანტთა ფეხბურთის თურქეთის ეროვნული ნაკრები მსოფლიო ჩემპიონია"

ამპუტატთა ფეხბურთის თურქეთის ეროვნულმა ნაკრებმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში ანგოლა 4-1 დაამარცხა და ისტორიაში პირველად ჩემპიონი გახდა. გოლები, რომლებმაც თურქეთის ნაკრებს გამარჯვება მოუტანეს, გაიტანეს ომერ გიულერიუზმა, რაჰმი ოზჯანმა (2) და სერკან დერელმა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები