თურქული პრესა 07.10.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1889867
თურქული პრესა 07.10.2022

თურქული პრესა 07.10.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Haber Türk: "ერდოღანი მაკრონს: ყველაფერი ევროპისგან არ შედგება"

პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში, სადაც ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტზე დასასწრებად გაემგზავრა, სამიტამდე სამმხრივი შეხვედრა გამართა აზერბაიჯანის პრეზიდენტ ალიევთან და სომხეთის პრემიერ-მინისტრ ფაშინიანთან. ერდოღანმა ასევე ისაუბრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრ ვიქტორ ორბანთან და საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონთან. თურქული სახელმწიფოების ორგანიზაციასთან დაკავშირებით საუბრისას ერდოღანმა მაკრონს უთხრა: „მოდი შენც მიგიღებთ. ყველაფერი ევროპასისგან არ შედგება.”

Sabah: „ერდოღანის გზავნილი სომხეთსა და საბერძნეთს პრაღიდან“

პრაღაში გაკეთებულ განცხადებაში პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ სჯერა სომხეთთან სრული ნორმალიზაციის მიზნის. საბერძნეთის პრემიერ-მინისტრის კირიაკოს მიცოტაკისის პროვოკაციულ ქმედებებთან დაკავშირებით ერდოღანმა თქვა: „ამჟამად საბერძნეთთან სალაპარაკო არაფერი გვაქვს“.

Hürriyet: "TANAP-ის სიმძლავრე გაორმაგდება"

ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი ფათიჰ დონმეზი სტამბოლში გამართულ თურქეთ-აზერბაიჯანის მე-2 ენერგეტიკულ ფორუმს დაესწრო. დონმეზმა თქვა: „ჩვენ ვგეგმავთ მთავრობათაშორისი შეთანხმების ხელმოწერას, რომელიც გააძლიერებს თანამშრომლობას ჩვენს ენერგეტიკულ სექტორში... ჩვენ გავზრდით ტრანსანატოლიის ბუნებრივი გაზსადენის (TANAP) გამტარუნარიანობას 16-დან 32 მილიარდ კუბურ მეტრამდე.“

Star: "ჩრდილოეთ კვიპროსის თურქულმა რესპუბლიკამ გაერთიანებული ერები გააკრიტიკა"

ჩრდილოეთ კვიპროსის თურქული რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრმა თაჰსინ ერთუღრულოღლუმ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ჩკთრ არის კვიპროსის თურქი ხალხის სუვერენული სახელმწიფო და უცხო ძალებმა, რომლებიც იმუშავებენ ამ მიწებზე, უნდა მიიღონ ჩკთრ-ის ხელისუფლების ნებართვა. ერთუღრულოღლუმ თქვა: „გაერთიანებული ერების სამშვიდობო ძალები კვიპროსის ბერძნული მხარის თანხმობით ვერ იმოქმედებენ ჩკთრ-ის ტერიტორიაზე“.

Yeni Şafak: "ამერიკელი მსახიობი რობერტ დევი აღფრთოვანებული დარჩა სტამბოლის აეროპორტით"

მსოფლიოში ცნობილი ამერიკელი მსახიობი რობერტ დევი სტამბოლის აეროპორტით აღფრთოვანებული დარჩა. მან თვითმფრინავიდან გადმოსვლისას სოციალური ქსელის ანგარიშით პირდაპირი ეთერი ჩართო და აეროპორტის დათვალიერება დაიწყო. ცნობილმა მსახიობმა თქვა: „ეს მართლაც ძალიან ლამაზი აეროპორტია. ვფიქრობ, აშშ-ს აეროპორტები მართლაც დეპრესიაშია.”


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები