თურქული პრესა 06.10.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1889123
თურქული პრესა 06.10.2022

თურქული პრესა 06.10.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Yenişafak "ერდოღანი: ჩვენ ერთ-ერთ პირველ ადგილზე ვართ მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის თვალსაზრისით"

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სამართლიანობისა და განვითარების პარტიის ჯგუფის შეხვედრაზე განაცხადა: "იყო ეპიდემია, ჩვენ არ შევაჩერეთ წარმოება. განვაგრძეთ ზრდა. ჩვენ დავიკავეთ ერთ-ერთი პირველი ადგილი მსოფლიოში. ბევ ქვეყანაში რეცესიის შესახებ მსჯელობდნენ ხოლო საერთაშორისო ორგანიზაციები კი ჩვენ ქვეყანასთან დაკავშირებით ეკონომიკური ზრდის პროგნოზს მაღლა წევდა“.

Star "ბირთვულ პროგრამებში იქნება გამოყენებული"

თურქეთი ემზადება ადგილობრივი ბორის კარბიდის გამოსაყენებლად ბირთვულ პროგრამებში. ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფათიჰ დონმეზმა განაცხადა, რომ ბორის კარბიდის ქარხანა ექსპლუატაციაში 2022 წლის ბოლოს შევა.

Habertürk „სოფლის მეურნეობის სექტორმა 9 თვის განმავლობაში ექსპორტის ყველაზე მაღალი დონით რეკორდი მოხსნა“

სოფლის მეურნეობის სექტორმა თავისი ისტორიის იანვარ-სექტემბრის პერიოდის ექსპორტის რეკორდი მოხსნა 24,5 მილიარდი დოლარის ღირებულების გარე გაყიდვებით. თურქეთის სოფლის მეურნეობის ექსპორტი 9 თვეში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 18,6 პროცენტით გაიზარდა.

Hürriyet "სტამბოლის აეროპორტი ‘მსოფლიოში საუკეთესო აეროპორტად’ იქნა არჩეული"

მსოფლიოს ერთ-ერთი წამყვანი ტურისტული ჟურნალის Condé Nast Traveler-ის მიერ ჩატარებული გამოკითხვით, სტამბოლის აეროპორტმა უკან ჩამოიტოვა სინგაპური და სამხრეთ კორეა და არჩეული იქნა „მსოფლიოში საუკეთესო აეროპორტად.“

Sabah "კაპადოკიაში რეგიონი ციდან 508 ათასმა ტურისტმა დაათვალიერა"

კაპადოკიაში, თავისი ისტორიული, ბუნებრივი და კულტურული სიმდიდრითა და სხვადასხვა ტურისტული აქტივობებით თურქეთის ერთ-ერთ ყველაზე ცნობილ ტურისტულ ცენტრში, მიმდინარე წლის 9 თვეში 508 ათას 181 ტურისტმა საჰაერო ბუშტის ტურებში მიიღო მონაწილეობა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები