თურქული პრესა 14.09.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1879626
თურქული პრესა 14.09.2022

თურქული პრესა 14.09.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

Hürriyet: "აზერბაიჯანისადმი გზავნილი მინისტრ ჩავუშოღლუსგან"

საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ გუშინ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრ ჯეიჰუნ ბაირამოვს ესაუბრა. ამასთან დაკავშირებით ჩავუშოღლუმ განაცხადა: "სომხეთმა უკვე უნდა შეწყვიტოს პროვოკაცია. მან ყურადღება უნდა გაამახვილოს აზერბაიჯანთან მიღწეული შერიგების ფარგლებში სამშვიდობო მოლაპარაკებებზე და თანამშრომლობაზე ".

Vatan: "ეროვნული თავდაცვის მინისტრის ჰულუსი აქარისგან მკაცრი გაფრთხილება საბერძნეთის"

ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა საბერძნეთის ბოლო პერიოდში მზარდი პროვოკაციების თაობაზე განაცხდა: "ჩვენ ვამბობთ, რომ ისწავლეთ ისტორიიდან. ნუ შეუდგებით ახალ თავგადასავლებს. ზოგიერთმა შეიძლება ყურში რაღაც გითხრან. თქვენ ისტორიაში გინახავთ, რომ ეს არ არის შესრულებადი. ნუ გაიმეორებთ იგივეს. ამ საკითხში ჭკუით იმოქმედეთ".

Star: "გააგრძელე მუშაობა თურქეთთან"

ხმელთაშუა ზღვაში ნატოს 12 ქვეყნის მონაწილეობით მიმდინარეობს წვრთნები "დინამიური მეზღვაური-ლურჯი ვეშაპი 22". „ჩვენ გავაგრძელებთ თურქეთთან და სხვა მოკავშირეებთან და პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობას აგრესიის შესაჩერებლად და ალიანსის დასაცავად“. - ნათქვამია ნატოს განცხადებაში.

Yeni Şafak: "სტამბოლის აეროპორტი ისევ ლიდერია"

ევროპის აეროპორტების საბჭომ (ACI Europe) 2022 წლის 05-11 სექტემბრის პერიოდის მონაცემები გამოაქვეყნა. მის მიხედვით, 5-11 სექტემბრის პერიოდში სტამბოლის აეროპორტი გახდა ყველაზე დატვირთული აეროპორტი ევროპაში 1351 რეისით.

Sabah: "რიზა კაიაალპი მეხუთედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი"

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში გამართულ ჭიდაობაში მსოფლიო ჩემპიონატზე თურქმა მოჭიდავემ რიზა კაიაალპმა ირანელი მეტოქე ამინ მირზაზადე დაამარცხა და მეხუთედ გახდა მსოფლიოს ჩემპიონი.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები