თურქული პრესა 13.09.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1879095
თურქული პრესა 13.09.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ, 2022-2023 სასწავლო წლის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ჩვენ არ გვინდა მაწანწალა ახალგაზრდობა ცარიელი გონებითა და გულით, არამედ ჩვენ გვინდა ახალგაზრდობა, რომელიც ცოდნით, იდეებითა და სათნოებით იქნება გამორჩეული. ჩვენ, მომავალი გვინდა დავუტოვოთ ახალგაზრდობას, რომელიც იამაყებს თავისი ისტორიით“.

გაზეთი „Haber Türk“-ი ჩავუშოღლუს განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ბოლო დროს საბერძნეთთან არსებული დაძაბულობა შეაფასა და აღნიშნა: „თქვენ თუ წამოიწყებთ ავანტიურას სხვისი სახელით, მიიღებთ შედეგებს, როგორც მიიღეთ წარსულში. ეს არის გაფრთხილება ჩვენი მეზობელი საბერძნეთისთვის“.

გაზეთი „Sabah“-ი ჰულუსი აქარის, ერაყის ჩრდილოეთში წარმოებული ანტიტერორისტული ოპერაციების შესახებ გაკეთებულ განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ:   ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა განაცხადა, რომ ერაყის ჩრდილოეთში ოპერაცია „კლანჭი-ბლოკირებას“ რეგიონში დღემდე 371 ტერორისტი იქნა ლიკვიდირებული.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წერს, რომ თავდაცვისა და საჰაერო კოსმოსური სექტორი 2022 წელს რეკორდული დონის ექსპორტის მიღწევას აჩვენებს. მიმდინარე წლის 9 თვის ბოლოს სექტორის მთლიანმა ექსპორტმა წინა წელთან შედარებით 42,2 პროცენტით გაიზარდა და 2 მილიარდ 636 მლნ დოლარს მიაღწია.

გაზეთი „Star“-ი იუწყება, რომ თურქეთში უმუშევრობის დონე ივლისის თვეში წინა თვესთან შედარებით 0,3 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 10,1 პროცენტი შეადგინა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები