თურქული პრესა 08.09.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1877267
თურქული პრესა 08.09.2022

თურქული პრესა 08.09.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა თავის სერბ კოლეგასთან ალექსანდრ ვუჩიჩთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა: „მათ ვეუბნები, ვინც არასწორად აფასებს, ცდებით, რუსეთი არ არის ის ქვეყანა, რომელიც არასერიოზულად უნდა იქნას მიღებული. რა მოხდა? რუსეთმა ახლავე გათიშა ბუნებრივი აირი, უცებ გაიზარდა ფასები ევროპაში. ახლა ყველა ფიქრობს თუ როგორ გადავლახავთ ამ ზამთარს. რატომ არ იფიქრეთ ჯერ ამაზე? რუსეთმა, როცა ყველამ მას შეუტია ხელთ რასებული შესაძლებლობები, იარაღები გამოიყენა“.

გაზეთი „სტარი“-ს თანახმად, სერბეთის პრეზიდენტმა ვუჩიჩმა განაცხადა, რომ მათ პრეზიდენტ ერდოღანთან თავდაცვის მრეწველობის შესახებ ისაუბეს და თქვა: „მომავალ წელს გადავდგამთ ნაბიჯს თურქეთიდან შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატების SİHA-ების შესაძენად“.

რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა თავის განცხადებაში მარცვლეულის დერეფანთან დაკავშირებით, რომელშიც თურქეთი შუამავლის როლს ასრულებს, თქვა, რომ თურქეთი რომ არ ყოფილიყო შუამავალი, ეს მარცვალი ევროპის ქვეყნებში წავიდოდა და არა გაჭირვებულ ქვეყნებში. - წერს გაზეთი „იენი შაფაკი“.

გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილ ქარაისმაილოღლუმ განაცხადა, რომ მათ მიიღეს ნაყოფი იმ მხარდაჭერისა, რომელიც გაწეული იქნა საავიაციო სექტორისთვის პანდემიის დროს. „ევროპაში ქაოსია, თურქეთის აეროპორტებში კომფორტია“. - თქვა მინისტრმა.

და ბოლოს, გაზეთი „ჰურიეთი“-ს ცნობით, თურქეთი თავისი კლიმატით, ბუნებრივი სილამაზითა და ზღვის ტურიზმით, კვლავ რჩება ერთ-ერთ ადგილად, რომელსაც სტუმრობენ უცხოელები. თურქეთში, რომელიც ტურისტების მიმართულებების ერთ-ერთი მთავარი ქვეყანაა, მოსალოდნელია, რომ 2023 წელს 50 მილიონი ტურისტი ჩამოვა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები