თურქული პრესა 26.08.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1872568
თურქული პრესა 26.08.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინდელ გამოსვლაში სირიის ჩრდილოეთით შესაძლო ოპერაციის შესახებ განაცხადა: „კიდევ ერთხელ ვუცხადებ მთელ მსოფლიოს, ჩვენი ბრძოლა არ დასრულდება მანამ, სანამ არ დავიცავთ ჩვენს სამხრეთ საზღვრებს 30 კმ სიღრმის დერეფნით, ერთი ბოლოდან მეორემდე. როგორც ყოველთვის ვამბობთ, ‘ერთ ღამეს მოულოდნელად მოვალთ’. ჩვენ შეგვიძლია ყველგან მოსვლა“.  

გაზეთი „Haber Türk“-ი იუწყება, რომ ეროვნული თავდაცვის სამინისტროს წყაროებმა განაცხადეს, რომ 24 აგვისტოს, აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში ნატოში მოქმედ თურქულ თვითმფრინავებს რადარის დაბლოკვით სხვა ნატოს წევრი, ბერძნული F-16-ების მხრიდან შევიწროვება მოხდა. მათივე ინფორმაციით, საბერძნეთს შესაბამისი პასუხი გაეცა.

გაზეთი „Star“-ი პენდაროვსკის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ჩრდილოეთ მაკედონიის პრეზიდენტმა სტევო პენდაროვსკიმ განაცხადა, რომ თურქეთს ბალკანეთში არასოდეს გამოუყენებია მიდგომა, რომელიც გაყოფს რეგიონის ხალხებს.

გაზეთი „Vatan“-ი წერს, რომ თურქეთის ადგილობრივი წარმოებით დამზადებულმა პირველმა შეიარაღებულმა უპილოტო საფრენმა აპარატმა, Bayraktar TB2-მა, 27 ათას 30 ფუტი სიმაღლეზე, 500 ათასი საათის ფრენით ახალი რეკორდი დაამყარა და ქვეყნის ავიაციის ისტორიაში შევიდა. ადრე ეს დრო, ტაქტიკურ კლასში 27 საათი და 3 წუთი გახლდათ.

გაზეთ „Sabah“-ის მიხედვით, 21 აგვისტოს მონაცემებით, ანტალიაში საჰაერო გზით ჩამოსულმა ტურისტების რაოდენობამ 8,3 მილიონს მიაღწია, თვის ბოლოს კი ეს მაჩვენებელი 9 მილიონს გადააჭარბებს.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები