თურქული პრესა 25.08.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1872209
თურქული პრესა 25.08.2022

თურქული პრესა 25.08.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთი „ჰაბერ თურქი“-თ, რომლის თანახმააც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა: "საერთაშორისო საკონტრაქტო სერვისების მოცულობა, სავარაუდოდ, 2030-იან წლებში 750 მილიარდ დოლარს მიაღწევს." მან ასევე თქვა: „ჩვენ ერთობლივად უნდა ვისწრაფოდეთ, რომ ჩვენი ქვეყნის წილი ამ სექტორში პირველ ეტაპზე 10 პროცენტამდე, ანუ 75 მილიარდ დოლარამდე გავზარდოთ“.

გაზეთი „ჰურიეთი“-ს ცნობით, რუსეთის სააგენტოებმა და ტურისტულმა კომპანიებმა ანტალიაში ზაფხულის სეზონის შემდეგისთვის, რომელიც დაახლოებით ორ თვეში დაიხურება, ახალი გეგმების შედგენა დაიწყეს. რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტმა, ალექსან მიკირჩანმა თქვა, რომ რუსი ტურისტებისთვის ზამთარში შორეულ აღმოსავლეთსა და კარიბის რეგიონის ზღვებში ჩასვლის მსურველი რუსი ტურისტებისთვის რუსეთიდან პირდაპირ წასვლა დამღლელი იქნება და ყველაზე ეკონომიკური და კომფორტული მარშრუტის გეგმა თურქეთში ანტალიის აეროპორტის ჩართვა იქნება“.

ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტომ (IEA) ნავთობის ყველაზე მეტი მარაგის მქონე ქვეყნების განახლებული სია გამოაქვეყნა. - წერს გაზეთი „ვათანი“. მონაცემების მიხედვით, ნავთობის მთლიანი საწარმოებელი მარაგი 1 ტრილიონ 779 მილიარდ ბარელამდე გაიზარდა და აღსანიშნავია, რომ თურქეთმა ბევრი ქვეყანა უკან ჩამოიტოვა. თურქეთი მე-18 ადგილზეა 340 მილიონი ბარელით.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს თანახმად, სტამბოლის ბირჟის BIST 100-ის ინდექსმა 3 ათას 100 ქულის ზღვარს გადააჭარბა. ზრდაში  მნიშვნელოვანი როლი ითამაშა უცხოელი ინვესტორების ინტერესმა და წლის დასაწყისიდან ინდექსმა 61 პროცენტით მოიმატა.

და ბოლოს, გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, თურქეთის შეიარაღებული ძალების მიერ PKK/YPG-სა და PYD-ს წინააღმდეგ ოპერაციებზე ყურადღება გაამახვილა ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა და განაცხადა, რომ „ვმუშაობთ ჩვენი 85 მილიონი მოქალაქის ნდობის უზრუნველსაყოფად“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ მათი ერთადერთი სამიზნე ტერორისტები არიან და დაამატა: „სადაც არიან ტერორისტები, ის არის ჩვენი სამიზნე. რამდენი ხანი გაგრძელდება ეს ოპერაცია? მანამ, სანამ ბოლო ტერორისტი არ განეიტრალება“.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები