თურქული პრესა 22.08.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1870663
თურქული პრესა 22.08.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის საერთაშორისო დიპლომატია ფრანგული ჟურნალის Le Figaro-სთვის ანალიზის საგანი გახდა. ჟურნალი ანალიზში ხაზგასმით აღინიშნავს, რომ თურქეთი დიპლომატიის და მშვიდობისკენ მოწოდების გამო მრავალპოლარული ვირტუოზი გახდა.

გაზეთი „Sabah“-ი იუწყება, რომ გერმანულმა გამომცემლობა, RedaktionsNetzwerk Deutschland-მა (RND) განაცხადა, რომ პრეზიდენტმა ერდოღანმა დიდი ხნით ადრე შეამჩნია მოსალოდნელი უკრაინის ომი და დასძინა: „იმ დროს დასავლეთში ძალიან ცოტას სჯეროდა რუსეთის გარდაუვალი შეჭრის შესახებ. თუმცა, ერდოღანი აშკარად ხედავდა გარდაუვალი ომის საშიშროებას“.

გაზეთი „Star“-ი წერს, რომ მარცვლეულის დერეფნის ერთ-ერთი მთავარი წერტილის, ოდესის პორტის უსაფრთხოების უზრუნველმყოფელმა, უკრაინის სამხრეთ სარდლობის სპიკერმა ნატალია გუმიენიაკმა განაცხადა: „თურქეთის ძალისხმევამ და ამ გზის გახსნამ ძალიან მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო ჩვენი ქვეყნისთვის. ჩვენ ვცადეთ გადაზიდვა სახმელეთო გზით, მაგრამ არ გამოვიდა. ახლა ჩვენ შეგვიძლია ამ გადაზიდვის განხორციელება საზღვაო გზით“.

გაზეთი „Vatan“-ი ქარაისმაილოღლუს განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილ ქარაისმაილოღლუმ განაცხადა, რომ „ჩამლიჯას  კოშკი“ გახსნიდან ერთი წლის თავზე 788 ათასზე მეტმა ადამიანმა მოინახულა, ხოლო მიმდინარე წლის 1 იანვრიდან 20 აგვისტომდე პერიოდში, 455 ათასზე მეტი ადამიანი ეწვია. შეგახსენებთ, რომ ჩამლიჯას კოში 2021 წლის 29 ამისს გაიხსნა.

გაზეთი „Haber Türk“-ი იტყობინება, რომ იაპონური Nikkei-ს ჯგუფის ერთ-ერთმა ყოველდღიურმა გაზეთმა Nikkei Marketing Journal, სტამბოლის აეროპორტისა და თურქეთის საავიაციო ინდუსტრიის მუშაობის შესახებ სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც კოვიდ-19-ის პანდემიის შემდეგ მიღწეულ წარმატებაზეა ყურადღება გამახვილებული. სტამბოლის აეროპორტი ასევე შეაქო, ფრანგულმა Les Echos გაზეთმა და  გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციამ (Forbes Travel Guide).


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები