თურქული პრესა 07.07.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1853064
თურქული პრესა 07.07.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Star“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK, რომელიც აქამდე მხოლოდ ევროკავშირში იყო რეგისტრირებული, ახლა არა მხოლოდ PKK, არამედ PYD/YPG და ფეთულაჰის ტერორისტული ორგანიზაცია, FETÖ, როგორც ევროკავშირის ასევე ნატოს ჩანაწერებშიც არის.

გაზეთი „Hürriyet“-იც პრეზიდენტ ერდოღანის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და სომალის პრეზიდენტმა ჰასან შეიხ მაჰმუდმა, ანკარაში საპრეზიდენტო კომპლექსში ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს. ერდოღანმა თქვა: „სომალისთვის ბოლო 10 წლის განმავლობაში ჩვენ მიერ გაწეული დახმარების რაოდენობამ 1 მილიარდ დოლარს გადააჭარბა. დღეს მოხარული ვარ, რომ ვხედავ, სომალიმ ბევრ სფეროში მიაღწია პროგრესს“.  

გაზეთი „Haber Türk“-ი ჰულუსი აქარის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა, უკრაინის პორტებიდან მარცვლეულით დატვირთული გემების ევაკუაციისთვის დაგეგმილ „მარცვლეულის დერეფანთან“ დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში დასძინა: „ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ უახლოეს მომავალში დადებითი შედეგები მივიღოთ“.

გაზეთი „Vatan“-ი იუწყება, რომ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფათიჰ დონმეზმა, რომელმაც ადგილზე შეისწავლა მზადება თურქეთის მე-4 საბურღი გემის სამუშაოები, განაცხადა:  „ჩვენი გემი (აბდულჰამიდ ჰანი) მუშაობას აგვისტოს თვის პირველ ნახევარში დაიწყებს. მისი მოვალეობის პირველი ადგილი, ალბათ, ხმელთაშუა ზღვა იქნება“.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წერს, რომ საბერძნეთის საჰაერო ძალების სამხედრო აკადემიის ლექტორმა, პოლკოვნიკმა კონსტანტინოს ზიკიდისმა განაცხადა: „ჩვენ ამაოდ ვიარაღდებით თურქეთის წინააღმდეგ. თურქეთის სამხედრო შესაძლებლობებს კონკურენციას ვერ გავუწევთ“.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები