თურქული პრესა 22.03.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1799703
თურქული პრესა 22.03.2022

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტის პრესსპიკერმა, იბრაჰიმ ქალინმა, რუსეთსა და უკრაინას შორის ომთან დაკავშირებით განაცხადა: „ამ ომში გამარჯვებული არ იქნება. მსოფლიო ვეღარ გადაიტანს 2.3 ცივ ომს“. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი ომის დასრულებისთვის ძალისხმევას იჩენს და დაამატა: „ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას მჭიდრო კავშირში როგორც რუსულ, ისე უკრაინულ მხარესთან“.

გაზეთი „სტარი“-ს ცნობით, იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ლუიჯი დი მაიომ რუსეთ-უკრაინის ომის გამო თურქეთის მიერ განხორციელებული დიპლომატიური საქმიანობის შესახებ განცხადების გაკეთებისას აღნიშნა, რომ ისინი სრულად უჭერენ მხარს ამ შუამავლობას. დი მაიომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ მხარეების სამშვიდობო შეთანხმებამდე მისაყვანი დიალოგისთვის თურქეთი მნიშვნელოვანი ქვეყანაა.

მრეწველობისა და ტექნოლოგიების მინისტრმა მუსტაფა ვარანკმა განაცხადა, რომ თურქეთის სამეცნიერო და ტექნოლოგიური კვლევის საბჭოს (TUBITAK) საპირისპირო „ტვინების გადინების“ პროგრამის ფარგლებში 63 ახალი მკვლევარი, რომელთაგან 47 თურქია, გააგრძელებს მუშაობას თურქეთში. - წერს გაზეთი „ჰაბერ თურქი“. „ამგვარად, ჩვენ კიდევ უფრო გავაძლიერებთ ჩვენი ქვეყნის მეცნიერებას და ინოვაციურ  ეკოსისტემას“. - განაცხადა ვარანკმა.

გაზეთი „ვათანი“-ს ცნობით, "დოჰას საერთაშორისო საზღვაო თავდაცვის გამოფენა და კონფერენცია (DIMDEX 2022)" გუშინ კატარში დაიწყო. DIMDEX 2022-ის ფარგლებში 3 დღის მანძილზე გამოიფინება 20 ქვეყნიდან 200-ზე მეტი კომპანიის პროდუქცია, მათ შორის თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის 32 კომპანიიდან. გამოფენაში მონაწილე თურქული კომპანიების სტენდებს ინტერესით აკვირდებიან სხვადასხვა ქვეყნის დელეგაციები.

და ბოლოს, გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, ევროპის სპორტული დედაქალაქებისა და ქალაქების ფედერაციამ (ACES Europe) კონია 2023 წლის „სპორტის მსოფლიო დედაქალაქად“ გამოაცხადა. კონია გახდა პირველი ქალაქი თურქეთში, რომელმაც მიიღო "სპორტის მსოფლიო დედაქალაქის" ტიტული, ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული სპორტული ტიტული მსოფლიო მასშტაბით და მეორე ქალაქი ევროპაში ესპანეთის დედაქალაქის მადრიდის შემდეგ.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები