თურქული პრესა 17.03.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1797006
თურქული პრესა 17.03.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ ოფიციალური ვიზიტით ანკარაში მყოფ, პოლონეთის პრეზიდენტთან ანჯეი დუდასთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ 24 მარტს ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში გასამართი ნატოს სამიტი ისტორიულია, რადგან ამ სამიტზე, რუსეთ-უკრაინის საკითხთან დაკავშირებით მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება იქნება მიღებული.

გაზეთი „Haber Türk“-ი მარიუპოლში მყოფი თურქების ევაკუაციაზე ამახვილებს ყურადღებასა და მასში ვკითხულობთ: გუშინ, საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ მოსკოვში თავის რუს კოლეგა, სერგეი ლავროვს შეხვდა. ჩავუშოღლუმ აქ გაკეთებული განცხადების დროს აღნიშნა, რომ დღემდე მარიუპოლიდან 15 ათასზე მეტი თურქის ევაკუაცია განხორციელდა.

გაზეთი „Vatan“-ი ჰულუსი აქარის ბრიუსელში გამართულ შეხვედრებზე ამახვილებს ყურადღებას და მასში ვკითხულობთ: გუშინ, ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი, ბელგიის დედაქალაქ ბრიუსელში, ნატოს შტაბ-ბინაში კანადის თავდაცვის მინისტრ, ანიტა ანანდს შეხვდა. შეხვედრაზე ორმხრივი, რეგიონული, თავდაცვისა და უსაფრთხოებისა და თავდაცვის ინდუსტრიაში თანამშრომლობის საკითხები იქნა განხილული.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წერს, რომ ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფათიჰ დონმეზმა გუშინ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ 2030 წელს თურქეთში გზებზე დაახლოებით ერთი მილიონი ელექტრო ან ჰიბრიდული მანქანა იქნება და ამისთვის შესაბამისი ინფრასტრუქტურა უნდა გაძლიერდეს.

გაზეთი „Star“-ი იუწყება, რომ ერჯიესის უნივერსიტეტის ვაქცინის კვლევისა და განვითარების აპლიკაციის და კვლევის ცენტრის დირექტორმა, პროფესორმა აიქუთ ოზდარენდელმა განაცხადა, რომ მათ მიერ შემუშავებული, ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) საწინაღმდეგო TURKOVAC-ის ვაქცინა ასევე სერიოზულად იცავს Omicron-ის ვარიანტისგან.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები