თურქული პრესა 11.03.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1793644
თურქული პრესა 11.03.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Star“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ აშშ-ს პრეზიდენტ ჯო ბაიდენთან სატელეფონო საუბარი გამართა. პრეზიდენტის კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებით, სატელეფონო საუბრის დროს განიხილეს რეგიონული მოვლენები, მათ შორის რუსეთის შეტევა უკრაინაზე და თურქეთ-ამერიკის ურთიერთობები.

გაზეთი „Hürriyet“-ი ერდოღან-ალიევის შეხვედრაზე ამახვილებს ყურადღებას და მასში ვკითხულობთ: გუშინ, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა ანკარაში, ჩანქაიას სასახლეში აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი მიიღო. შეხვედრაზე რეგიონული მოვლენები, მათ შორის რუსეთის შეტევა უკრაინაზე და თურქეთ-აზერბაიჯანის ურთიერთობები იქნა განხილული.

გაზეთი „Vatan“-ი გუშინ ანტალიაში გამართულ სამმხრივ შეხვედრაზე ამახვილებს ყურადღებას და მასში ვკითხულობთ: თურქეთის შუამდგომლობით გუშინ ანტალიაში, გამართული რუსეთ-უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა: „დღის წესრიგში ასევე დგას ყოვლისმომცველი სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერა. ასეთ შემთხვევაში, ჩვენ ვიცით, რომ უკრაინას სურს ზოგიერთი ქვეყანა იყოს, როგორც გარანტორი, ერთ-ერთი მათგანი თურქეთია“.

გაზეთი „Sabah“-ი იუწყება, რომ თურქეთის კოსმოსური სააგენტოს პრეზიდენტმა სერდარ ჰუსეინ ილდირიმმა განაცხადა, რომ კოსმოსურ სექტორში განხორციელებული ინვესტიცია ასევე დააჩქარებს თავდაცვის ინდუსტრიას.

გაზეთი „Haber Türk“-ი წერს, რომ თურქეთის სტატისტიკურმა ინსტიტუტმა იანვრის სამუშაო ძალის მაჩვენებლები გამოაქვეყნა. შესაბამისად, იანვარში უმუშევრობამ 11,4 პროცენტი შეადგინა.

 


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები