თურქული პრესა 08.03.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1791667
თურქული პრესა 08.03.2022

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, ვიცე-პრეზიდენტმა ფუატ ოქთაიმ განაცხადა: ”ჩვენ დიდ ძალისხმევას ვიჩენთ უკრაინაში ცეცხლის შეწყვეტის მისაღწევად, ჰუმანიტარული დერეფნების გასახსნელად და მოლაპარაკებების მშვიდობიანად დასასრულებლად. ჩვენ გავაგრძელებთ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ჩვენს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობისთვის მრავალმხრივი დიპლომატიური ინიციატივების წარმოების შესახებ მოწოდებას“.

გაზეთი „ჰურიეთი“-ს თანახმად, საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ რუსეთ-უკრაინის ომთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ დიპლომატიურმა ნაბიჯებმა შედეგი გამოიღო. ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ 10 მარტს ანტალიაში რუსეთისა და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრებთან შეხვედრას გამართავენ.

საფრანგეთის მაუწყებელმა France 24-მა უკრაინის კრიზისში თურქეთ-რუსეთის დიალოგი შეაფასა. - წერს გაზეთი „სტარი“. კორესპონდენტმა ჯასპერ მორტიმერმა თქვა, რომ რუსეთის პრეზიდენტი პუტინი პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს ყველაზე ხშირად ურეკავს, ვიდრე მსოფლიოს სხვა ნებისმიერ ლიდერს.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით, საბერძნეთის პრემიერ-მინისტრი კირიაკოს მიცოტაკისი თურქეთში ჩავა და კვირას პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შეხვდება.

და ბოლოს, გაზეთი „საბაჰი“ იტყობინება, რომ თურქეთის ავიახაზებმა (THY) რუსეთის თავდასხმების გამო უკრაინის საჰაერო სივრცის სამოქალაქო ფრენებისთვის დახურვის შემდეგ უკრაინისა და მოლდოვის მიმართულებით ფრენების შეჩერების შესახებ მიღებული გადაწყვტილება 22 მარტმადე გაახანგრძლივა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები