თურქული პრესა 07.03.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1790801
თურქული პრესა 07.03.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა, რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან სატელეფონო საუბარი გამართა. სატელეფონო საუბრის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა ხაზი გაუსვა უკრაინასა და რუსეთს შორის ცეცხლის შეწყვეტის უზრუნველსაყოფად გადაუდებელი ნაბიჯების მნიშვნელობაზე, უკრაინაში ჰუმანიტარული დერეფნების გახსნას და სამშვიდობო შეთანხმების ხელმოწერაზე.

გაზეთი „Vatan“-ი შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: შინაგან საქმეთა მინისტრმა სულეიმან სოილუმ განაცხადა, რომ გუშინდელი მდგომარეობით, ომიდან გამოქცეული და თურქეთში ჩამოსული უკრაინელების რაოდენობამ 20 ათასს გადააჭარბა. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი თავის სტუმართმოყვარეობას უმაღლეს დონეზე ავლენს. „ჩვენ არ ვასხვავებთ რასებს ქერა თმით, ცისფერი ან მწვანე თვალებით. სადაც არ უნდა იყოს მსოფლიოში, ჩვენ ვიზრუნებთ მსხვერპლზე“, - განაცხადა მან.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იუწყება, რომ თურქეთში გასულ წელს საერთაშორისო პირდაპირი ინვესტიციები 81%-ით გაიზარდა და 14,2 მილიარდ დოლარს მიაღწია. პრეზიდენტის საინვესტიციო ოფისის პრეზიდენტმა ბურაქ დაღლიოღლუმ განაცხადა, რომ გლობალური კომპანიები თურქეთს აღიქვამენ როგორც წარმოების, ექსპორტის, კვლევისა და განვითარების, ლოჯისტიკისა და მართვის ცენტრს რეგიონში, ისინი აგრძელებენ საქმიანობას და ზრდიან ინვესტიციებს. მისივე თქმით, მალე თურქეთში ლოჯისტიკისა ცენტრების რაოდენობა 10-დან 25-მდე გაიზრდება.

„თურქეთი მისაბაძი მაგალითია ინფრასტრუქტურაში“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Star“-ში და მასში ვკითხულობთ: ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილ ქარაისმაილოღლუმ განაცხადა, რომ განვითარებადი ქვეყნები თურქეთს ინფრასტრუქტურის კუთხით მისაბაძ მოდელად აღიქვამენ. მან ასევე ხაზგასმით აღნიშნა, რომ  ‘შუა დერეფნის’ მნიშვნელობა გაიზარდა უკრაინა-რუსეთის კრიზისის გამო რა, ისინი ცდილობენ გაზარდონ თავიანთი წილი ჩინეთ-ევროპის ვაჭრობაში.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ 2021 წელს, როდესაც ექსპორტის მამოძრავებელი ძალით ქვეყნის ეკონომიკა 11 პროცენტით გაიზარდა, კომპანიებმა მოგების რეკორდიც დაამყარეს. სტამბოლის ბირჟაზე დარეგისტრირებული 311 კომპანიიდან მხოლოდ 24 დაზარალდა, დანარჩენმა კი დიდი, მათ შორის 24-მა 1000 %-იანი მოგება ნახა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები