თურქული პრესა 02.03.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1788255
თურქული პრესა 02.03.2022

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ კოსოვოს პრეზიდენტ ვიოსა ოსმანი-სადრიუსთან ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ევროკავშირმა თურქეთის მიმართ ისეთივე მგრძნობელობა უნდა გამოიჩინოს, როგორიც უკრაინის წევრობის მიმართ.

გაზეთი „სტარი“-ს თანახმად, კოსოვოს პრეზიდენტმა ვიოსა ოსმანიმ, რომელიც გუშინ ოფიციალური ვიზიტით თურქეთში იმყოფებოდა, თქვა: „როდესაც ჩვენ ვხედავთ უკრაინის მოვლენებს, ბუნებრივია ვფიქრობთ, რომ დროა კოსოვო ნატოში გაწევრიანდეს. თურქეთის როლი ნატოში ძალიან მნიშვნელოვანია, ამიტომ მინდა მადლობა გადავუხადო ბატონ პრეზიდენტ ერდოღანს ამ საკითხში მხარდაჭერისთვისაც“.

პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ სატელეფონო საუბარი გამართა ჰოლანდიის პრემიერ-მინისტრ მარკ რუტესთან და ავსტრიის პრეზიდენტ ვან დერ ბელენთან.- წერს გაზეთი „საბაჰი“. საუბრის დროს ერდოღანმა განაცხადა, რომ ისინი აგრძელებენ მცდელობებს რუსეთსა და უკრაინას შორის ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისთვის და გააგრძელებენ უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას.

გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში მოყვანილია ეროვნული თავდაცვის მინისტრის, ჰულუსი აქარის განცხადება და მასში ნათქვამია: "ჩვენ ვხედავთ სარგებელს მონტროს კონვენციის დაცვაში. ჩვენ ვაგრძელებთ მუშაობას ამ ფარგლებში. გავაგრძელებთ მონტროს, სრუტეების, კონვენციის მე-19, მე-20 და 21-ე მუხლების განხორციელებას, როგორც აქამდე ვაკეთებდით."

და ბოლოს, გაზეთი „ვათანი“-ს თანახმად, 2022 წლის თებერვალში ანტალიაში ჩამოსული ტურისტების რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 211 პროცენტით გაიზარდა და 150 ათას 386-ს მიაღწია. თებერვალში ყველაზე მეტი 30 ათას 969 ტურისტი გერმანიიდან ჩამოვიდა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები