თურქული პრესა 28.02.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1786729
თურქული პრესა 28.02.2022

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „იენი შაფაკ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, მოსკოვი-კიევის დაძაბულობის შესახებ განცხადებაში საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ აღნიშნა, რომ იგი ესაუბრა როგორც უკრაინელ, ასევე რუს კოლეგებს და თქვა: „ჩვენ ძალიან მოხარულები ვართ, რომ რუსეთმა და უკრაინამ გადაწყვიტეს შეხვედრა.“

გაზეთი „ვათანი“-ს ცნობით, უკრაინა-რუსეთის კრიზისთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა: "მონტროს კონვენცია აწესრიგებს ზღვაზე სანაპიროს მქონე და არმქონე ქვეყნების სამხედრო გემების გავლას. თურქეთმა დღემდე სიტყვასიტყვით შეასრულა ხელშეკრულება. ამ პირობებში ჩვენ განვახორციელებთ მონტროს კონვენციას. ეს უკვე ომში გადაიზარდა. ეს არ არის სამხედრო ოპერაცია, ოფიციალურად არის საომარი მდგომარეობა“.

26 წლის სვიატოსლავ იურაშმა, რუსეთის თავდასხმის ქვეშ მყოფი უკრაინის ყველაზე ახალგაზრდა დეპუტატმა, იარაღი აიღო და ქუჩაში გამოვიდა დედაქალაქ კიევის დასაცავად.  - წერს გაზეთი „სტარი“. მან მიუთითა, რომ მათ აქვთ Bayraktar TB2 და დაამატა: "ეს არის ზუსტად ის, რაც ჩვენ გვჭირდება იმისათვის, რომ გვქონდეს შანსი მსოფლიოს უდიდეს არმიასთან წინააღმდეგ".

გაზეთი „ჰურიეთი“-ს ცნობით, თურქეთმა უკრაინის სხვადასხვა ქალაქებიდან სახმელეთო გზით ევაკუაცია დაიწყო. გააქტიურებულია დიპლომატიური განყოფილებები, რათა უკრაინის 5 მეზობელი ქვეყნის საზღვრებზე თურქეთის მოქალაქეების ტრანზიტის პრობლემა არ შეიქმნას.

და ბოლოს, გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს თანახმად, თურქეთის ავიახაზების (THY) გენერალურმა დირექტორმა ბილალ ექშიმ განაცხადა, რომ უკრაინის მეზობელ ქვეყნებში მგზავრობის მოთხოვნებს თვალყურს ადევნებენ და საჭიროების მიხედვით ხდება თვითმფრინავის ტიპი გაზრდა და დამატებითი რეისების შესრულება.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები