თურქული პრესა 25.02.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1785111
თურქული პრესა 25.02.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ უკრაინის ტერიტორიაზე დაწყებული ოპერაცია მიუღებელია და ისინი მას უარყოფენ. „ეს ნაბიჯი, რომელსაც ჩვენ ვხედავთ, ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონს და რეგიონის მშვიდობის და სტაბილურობისთვის მძიმე დარტყმაა“, - განაცხადა ერდოღანმა.

გაზეთი „Sabah“-ი საგარეო უწყების მხრიდან რუსეთის შესახებ გაკეთებულ განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ რუსეთის მხრიდან უკრაინაში განხორციელებული სამხედრო ინტერვენცია მიუღებელია რა, დაუყონებლივ უნდა შეწყვიტოს ეს უსამართლო და უკანონო ქმედება.

გაზეთი „Haber Türk“-ი იუწყება, რომ სამართლიანობის და განვითარების პარტიის (AKP) პრესსპიკერმა ომერ ჩელიქმა, რუსეთ-უკრაინის კრიზისის შეფასებისას განაცხადა: „თურქეთი მკაფიოდ და ობიექტურად განახორციელებს მონტრეს კონვენციის დებულებებს. თურქეთი გამოიყენებს თავის უფლებას მშვიდობის სასარგებლოდ იმ საკითხებში, რომლებიც სიტუაციის დაძაბულობას შეამცირებს და აღმოფხვრის ომის საშიშროებას“.

გაზეთ „Yeni Şafak“-ის მიხედვით, უკრაინის გენერალურმა შტაბმა განაცხადა, რომ Bayraktar TB2-ის ტიპის,  შეიარაღებულ უპილოტო საბრძოლო აპარატებს, რომლებიც შედის მათი არმიის შემადგენლობაში, რუსეთთან არსებულ კრიზისში მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით.

„თურქეთი და სომხეთი შეთანხმდნენ“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას  გაზეთ „Star“-ში და მასში ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, თურქეთმა და სომხეთმა ურთიერთობების სრულ ნორმალიზაციაზე გადასვლის მოლაპარაკებების ყოველგვარი წინაპირობის გარეშე გაგრძელების თაობაზე შეთანხმდნენ.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები