თურქული პრესა 23.02.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1783425
თურქული პრესა 23.02.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Vatan“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ რუსეთის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის რეგიონების აღიარება, უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის აშკარა დარღვევაა რა, რუსეთის ეს გადაწყვეტილება მათთვის მიუღებელია.

გაზეთი „Haber Türk“-ი იუწყება, რომ პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელეფონო საუბარი გამართა უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკისთან. ერდოღან-ზელენსკის შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს, რუსეთის გადაწყვეტილება ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის რესპუბლიკების აღიარების საკითხები იქნა განხილული. ერდოღანმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ისინი წინააღმდეგნი არიან ნებისმიერი გადაწყვეტილების მიმართ, რომელიც უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას ეწინააღმდეგება.

„თურქული კომპანიის მიერ აშენებული სენეგალის სტადიონი გაიხსნა“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Hürriyet“-ში და მასში ვკითხულობთ: სენეგალში თურქული კომპანიის მიერ აშენებული სენეგალის სტადიონი, რომელიც 50 ათას ადამიანზეა გათვლილი, ექსპლუატაციაში შევიდა ცერემონიით, რომელსაც პრეზიდენტი ერდოღანიც დაესწრო. გახსნის ცერემონიალზე სიტყვით გამოსულმა, FIFA-ს პრეზიდენტმა ჯანი ინფანტინომ თურქულ კომპანიებს გაწეული სამუშაოებისთვის თურქულ ენაზე გადაუხადა მადლობა.

გაზეთ „Star“-ში კი ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით; „ყაზახეთი: თურქეთი ყოველთვის ჩვენს გვერდით იყო“ და მასში ვკითხულობთ: სტამბოლში ყაზახეთის გენერალურმა კონსულმა ალიმ ბაიელმა თქვა: „ჩვენი ორმხრივი ურთიერთობები თურქეთთან ძალიან მტკიცედ გრძელდება 1991 წლიდან. თურქეთი ყოველთვის ჩვენს გვერდით იყო და ასე განაგრძობს დღესაც. ჩვენმა თანამშრომლობამ ისეთ სფეროებში, როგორიცაა ტრანსპორტი, კულტურა, განათლება, ეკონომიკა და უსაფრთხოება ბოლო წლებში გაცილებით დიდი იმპულსი მიიღო.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წერს, რომ სასწავლო თვითმფრინავის Hürkuş-ის ახალი სამხედრო ვარიანტის ტიპის, „ჰაერი-მიწის ინტეგრაციის თვითმფრინავი“-ს (HYEU) სამედიცინო სერთიფიკატი დასრულდა. სერტიფიკატის განსაზღვრისას, დოკუმენტი, რომელიც მიუთითებს ყველა აქტივობის დასრულებაზე, ასევე უნდა განხორციელოს 540 საათი ფრენა. პროექტი მიზნად ისახავს დააკმაყოფილოს საჰაერო ძალების სარდლობის ძირითადი და მოწინავე ახალი თაობის ტურბოპროპის საწვრთნელი თვითმფრინავის საჭიროებები.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები