თურქული პრესა 22.02.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1782535
თურქული პრესა 22.02.2022

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰურიეთ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა დაკარში სენეგალ-თურქეთის ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას სენეგალთან სავაჭრო მიზნებზე ისაუბრა და დასძინა: "ჩვენ მივაღწიეთ 400 მილიონიან სავაჭრო მოცულობას ბატონ პრეზიდენტთან ერთად. ახლა ჩვენი მიზანია 1 მილიარდი დოლარი. მჯერა, რომ ამ მაჩვენებელს ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით მოკლე დროში მივაღწევთ".

გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, თურქეთის დიდი ეროვნული მეჯლისის თავმჯდომარემ მუსტაფა შენთოფმა, საქართველოში, სადაც ის ოფიციალური ვიზიტით იმყოფებოდა, განაცხადა: „ჩვენ ასევე ვაგრძელებთ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ. ჩვენ ხაზს ვუსვამთ ჩვენს პოზიციას ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა პლატფორმაზე.”

Baykar Teknoloji-ის ლიდერმა სელჩუკ ბაირაქტარმა განაცხადა: "თურქეთმა თავი დააღწია გარე დამოკიდებულებას უპილოტო საფრენი აპარატების საკითხში, უპილოტო საფრენი აპარატები საუკეთესოა მსოფლიოში."- წერს გაზეთი „ჰაბერ თურქი“. ბაირაქტარმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი უპილოტო საფრენი აპარატების დარგში მსოფლიოს სამეულშია.

გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, კულტურისა და ტურიზმის სამინისტროს მიერ გამოქვეყნებულ სტატისტიკაში აღნიშნულია, რომ იანვარში თურქეთს 1 მილიონ 281 ათას 666 უცხოელი ეწვია. ყველაზე მეტი ტურისტი 134 ათას 215 რუსეთიდან ჩამოვიდა, მეორეზე ბულგარეთია 109 ათას 971 ტურისტით, მესამეზე კი ირანი 106 ათას 957 ვიზიტორით.

და ბოლოს, გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით, თურქეთის ავიახაზები (THY) შეასრულებს კვირაში 388 პირდაპირ რეისს 29 ქვეყნის 47 ქალაქში ანტალიიდან, დალამანიდან, ბოდრუმ-მილასიდან და იზმირიდან მომავალ ზაფხულს და თურქეთს რეგიონის ტურისტულ ცენტრად აქცევს.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები