თურქული პრესა 16.02.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1779600
თურქული პრესა 16.02.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „სტარ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, არაბთა გაერთიანებულ საემიროებში Dubai EXPO 2020-ზე თურქეთის ეროვნული დღის პროგრამაზე სიტყვით გამოსვლისას პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა: „ჩვენი პრიორიტეტია მდგრადობის მიღწევა ყველა სფეროში, სოფლის მეურნეობიდან ეკონომიკამდე. თურქეთის მონაწილეობა EXPO-ში - მდგრადობის ქვეთემის ზონაში, არის ამ სფეროში ჩვენი მტკიცე პოზიციის გამოხატულება.”

გაზეთი „ვათანი“-ს ცნობით, პრეზიდენტი ერდოღანი არაბეთის გაერთიანებულ საემიროებში საქმოსნებს და ინვესტორებს შეხვდა. მათთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა აღნიშნა: "ლიდერების ამოცანაა საფუძველი შექმნან ყველა სფეროში ვაჭრობიდან თავდაცვამდე და ტურიზმიდან ტრანსპორტირებამდე. ჩვენი ვაჭრობის სამინისტრო, მრეწველობისა და ტექნოლოგიების სამინისტრო და სხვა ინსტიტუტები მზად არიან დაგეხმაროთ ყველა სახის საინვესტიციო პროექტში.“

თურქეთსა და ისრაელს შორის ურთიერთობებში ახალი ერა იწყება. ისრაელის პრეზიდენტი იცხაკ ჰერცოგი 9-10 მარტს თურქეთს ეწვევა. - წერს გაზეთი „ჰურიეთი“.

გაზეთი „ჰაბერთურქი“-ს თანახმად, ანკარაში აშშ-ის ელჩმა ჯეფრი ფლეიკმა თურქეთ-ამერიკის ურთიერთობებთან დაკავშირებით განცხადება პირველად გააკეთა თანამდებობის დაკავების შემდეგ. მან აღნიშნა, რომ თურქეთს, რომელიც 70 წელია ნატოს მნიშვნელოვანი წევრია, ჰყავს სიდიდით მეორე F-16-ების ფლოტი და დაამატა: „მოლაპარაკებები F16-ებზე კარგად მიდის. ვფიქრობ, მალე იქნება მაღალი დონის ვიზიტები აშშ-დან."

და ბოლოს, გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ინფორმაციით, არაბთა გაერთიანებული საემიროების ავიაკომპანია Fly Dubai-მ განაცხადა, რომ 2 მარტიდან დაიწყებს ფრენებს სტამბოლის საბიჰა გოქჩენის აეროპორტიდან. ამრიგად, Fly Dubai არაბეთის გაერთიანებულ საემიროებსა და სტამბოლს შორის ყოველკვირეული ფრენების რაოდენობას 12-მდე გაზრდის.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები