თურქული პრესა 15.02.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1778703
თურქული პრესა 15.02.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Sabah“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანის არაბთა გაერთიანებულ საემიროებში ვიზიტის ფარგლებში გუშინ, თურქეთსა და არაბთა გაერთიანებულ საემიროებს შორის 13 შეთანხმება გაფორმდა, მათ შორის თავდაცვის ინდუსტრიის, ჯანმრთელობის, კლიმატის ცვლილებასთან დაკავშირებით, მრეწველობის, ტექნოლოგიის, კულტურის, სოფლის მეურნეობის, ვაჭრობის, ეკონომიკის და სხვა სფეროებში.  

„ამ კრიზისის მოგვარება მხოლოდ თურქეთის შუამავლობით შეგვიძლია“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Star“-ში და მასში ვკითხულობთ: ანკარაში უკრაინის ელჩმა ვასილ ბოდნარმა განაცხადა, რომ რუსეთსა და უკრაინას შორის არსებული კრიზისის მშვიდობიანი გზით მოგვარება მხოლოდ თურქეთის შუამავლობით იქნება შესაძლებელი.

გაზეთი „Vatan“-ი იუწყება, რომ თურქეთის ავიახაზებმა (THY) განაცხადა, რომ უკრაინაში განვითარებული მოვლენების გამო, მგზავრებს, რომლებმაც იყიდეს ბილეთები ამ ქვეყანაში, ეძლევათ ბილეთების დაბრუნებისა და შეცვლის უფლება. მათივე განცხადებით, უკრაინაში ფრენები გრძელდება.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წერს, რომ სატყეო ინჟინერთა პალატის თავმჯდომარემ ჰასან თურქილმაზმა განაცხადა, რომ თურქეთი ევროპაში პირველი და მსოფლიოში მეოთხეა იმ ქვეყნების რეიტინგში, რომლებიც ყველაზე მეტ ტყის გაშენებას ახორციელებენ. თურქილმაზმა აღნიშნა: „30 წლის წინ თურქეთის 19,78 მილიონი ჰექტარი ტყით იყო დაფარული. დღეისათვის 22,9 მილიონი ჰექტარია ტყით დაფარული. ეს საკმარისი არ არის, მაგრამ ჩვენ სწორ გზაზე ვართ.”

„ქაფშიას ექსპორტმა ქვეყანას 5 მილიონ 676 ათას 301 დოლარის შემოსავალი მოუტანა“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Haber Türk“-ში და მასში ვკითხულობთ: ბოლო 5 თვის განმავლობაში თურქეთიდან მსოფლიოს 26 ქვეყანაში 1247 ტონა ქაფშია იქნა ექსპორტირებული. 2021 წლის 1 სექტემბრიდან 2022 წლის 31 იანვრამდე განხორციელებული ქაფშიას ექსპორტიდან 5 მილიონ 676 ათას 301 დოლარის შემოსავალი ნახა ქვეყანამ.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები