თურქული პრესა 10.02.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1776325
თურქული პრესა 10.02.2022

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადც, საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ სატელეფონო საუბარი გამართა ავღანეთის დროებითი მთავრობის საგარეო საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ემირჰან მუთაქისთან. საუბრისას მათ განიხილეს თურქეთთან და კატართან პარტნიორობით ავღანეთის, მათ შორის ქაბულის აეროპორტების მართვის შესახებ კონსულტაციების მიმდინარეობა. მუთაქიმ მადლობა გადაუხადა თურქეთს პირველი "სიკეთის მატარებლისთვის", რომელიც მის ქვეყანაში, ქალაქ ჰერათში ჩავიდა.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით, ფრანგულ გაზეთ La Croix-ში გამოქვეყნებულ ანალიზში ნათქვამია, რომ „თურქეთი სულ უფრო მეტად იჩენს თავს, როგორც სამხედრო ძალა, რომელიც იარაღს აწარმოებს“. გაზეთის ანალიზ სტატიაში შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატების შესახებ (SİHA) სპეციალური განყოფილება თურქულ SİHA-ებს დაეთმო.

კულტურისა და ტურიზმის მინისტრმა მეჰმეთ ნური ერსოიმ განაცხადა: „ტურიზმში 2021 წლის მიზნებს გადავაჭარბეთ. 2021 წელს სულ 30 მილიონ 38 ათას ვიზიტორს ვუმასპინძლეთ, რაც წინა წელთან შედარებით 88 პროცენტით მეტია და გადავაჭარბეთ ფსიქოლოგიურ ზღვარს, 30 მილიონს.“ - წერს გაზეთი „საბაჰი“.

გაზეთი „სტარი“-ს თანახმად, თურქულმა ჯგუფმა, რომელიც გაემგზავრა მე-6 ეროვნული ანტარქტიდის სამეცნიერო ექსპედიციის ფარგლებში, გრძელი მოგზაურობისა და საკარანტინო პერიოდის შემდეგ ფეხი დადგა თეთრ კონტინენტზე.

და ბოლოს, გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს ინფორმაციით, NFT-ს უცნაურ პროექტებს ახალი დაემატა. თურქულმა ტკბილეულობის რესტორანმა დაამზადა ისეთი დესერტების NFT ვერსიები, როგორიცაა კუნეფე, ბაქლავა და დოლამა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები