თურქული პრესა 03.02.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1772668
თურქული პრესა 03.02.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Vatan“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, რუსეთ-უკრაინას შორის არსებული დაძაბულობის შესახებ განაცხადა: „ეს არის გაყინული კონფლიქტები, რომლებიც გადაწყვეტას ელიან. იმ შემთხვევაში თუ მათი მოგვარება, მოლაპარაკებების გზით არ მოგვარდება, შესაძლოა კონფლიქტში გადაიზარდოს. ამიტომ, მეტი ყურადღება უნდა მიექცეს მედიაციას.“

გაზეთი „Yeni Şafak“-ი წერს, რომ თურქეთსა და სომხეთს შორის ნორმალიზაციის პროცესის ფარგლებში, პირველი ფრენები სტამბოლსა და ერევანს შორის გუშინ დაიწყო. Fly One Airlines-ის თვითმფრინავი 64 მგზავრით  ერევნის  ზვართნოცის საერთაშორისო აეროპორტიდან აფრინდა და  სტამბულის აეროპორტში დაეშვა. 2020 წლის შემდეგ ორ ქვეყანას შორის ფრენა არ განხორციელებულა.

გაზეთი „Haber Türk“-ი ჯანდაცვის მინისტრის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეთთინ ქოჯამ განაცხადა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) საწინააღმდეგოდ შემუშავებული ადგილობრივი ვაქცინის Turkovac-ის ახალი სერიის გადაზიდვა ქალაქის საავადმყოფოებში დაიწყო. მინისტრის თქმით, Turkovac-ის ვაქცინას დღემდე რაიმე სახის სერიოზული გვერდითი მოვლენები არ ქონია, ამიტომ ყველას შეუძლია სრულად ენდოს მას.

გაზეთ „Sabah“-ის ეკონომიკის მიმომხილველი იუწყება, რომ თურქეთი წარმატებულ ექსპორტს აგრძელებს. თურქეთმა 2021 წელს ექსპორტში რესპუბლიკის ისტორიაში 225,4 მილიარდი დოლარით რეკორდი დაამყარა. ამ სფეროში თურქეთმა 2022 წელიც წარმატებით დაიწყო. ვაჭრობის მინისტრმა მეჰმედ მუშმა განაცხადა, რომ იანვარში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ექსპორტი 17 პროცენტით გაიზარდა და 17,6 მილიარდი დოლარი შეადგინა.

გაზეთ „Star“-ის მიხედვით, უზბეკეთის საგარეო ვაჭრობის მოცულობა წინა წელთან შედარებით 16 პროცენტით გაიზარდა და 42 მილიარდ 71,6 მილიონ დოლარს მიაღწია. თურქეთი გასულ წელს 8,1 პროცენტით, უზბეკეთის მე-4 კომერციული პარტნიორი გახდა. ორი ქვეყნის საგარეო ვაჭრობის მოცულობამ, რომელიც 62,1 პროცენტით გაიზარდა, პირველად 3 მილიარდ დოლარს გადააჭარბა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები