თურქული პრესა 02.02.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1772105
თურქული პრესა 02.02.2022

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ დედაქალაქ ანკარაში მყოფ ლიბანის პრემიერ-მინისტრ ნაჯიბ მიქათისთან გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ თურქეთი გააგრძელებს ლიბანის გვერდით დგომას და დაამატა: „შარშან ჩვენი სავაჭრო მოცულობა 80 პროცენტით გაიზარდა და 1,8 მილიარდ დოლარს მიაღწია. ჩვენ განვიხილეთ ამ ციფრის კიდევ უფრო გაზრდა. ჩვენი კომპანიები მზად არიან ინვესტიციები განახორციელონ ლიბანში, მათ შორის ბეირუთის პორტის განახლებაში“.

გაზეთი „ჰურიეთი“-ს თანახმად, ეროვნული თავდაცვის მინისტრი ჰულუსი აქარი გუშინ დედაქალაქ ანკარაში აზერბაიჯანის თავდაცვის მინისტრს, გენერალ ზაქირ ჰასანოვს შეხვდა. შეხვედრაზე განიხილეს ორმხრივი და რეგიონული თავდაცვისა და უსაფრთხოების და თავდაცვის მრეწველობის სფეროში თანამშრომლობის საკითხები.

აზერბაიჯანის მილი მეჯლისმა მიიღო შუშას დეკლარაცია, რომელმაც ოფიციალურად აიყვანა თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის ურთიერთობა ალიანსის დონეზე. - წერს გაზეთი „სტარი“. შუშას დეკლარაციას 2021 წლის 15 ივნისს ხელი მოაწერეს პრეზიდენტებმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა და ილჰამ ალიევმა ყარაბაღის სიმბოლურ ქალაქ შუშაში.

გაზეთი „ვათანი“-ს ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ გუშინ ანკარაში რუსეთის ელჩს, ალექსეი იერხოვს შეხვდა. შეხვედრაზე საერთაშორისო საკითხები და ორმხრივი ურთიერთობები განიხილეს.

და ბოლოს, გაზეთი „ჰაბერ თურქი“ იტყობინება, ამერიკის კალათბურთის ლიგაში (NBA) კლივლენდ კავალიერსში მოთამაშე ჯედი ოსმანმა, ნიუ ორლეან პელიკანსის შეხვედრაში, რომელიც 93-90 მოიგეს, კარიერის რეკორდი 12 პასით მოხსნა.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები