თურქული პრესა 01.02.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1771402
თურქული პრესა 01.02.2022

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Hürriyet“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა: „ე.წ. განვითარებული ქვეყნების უმეტესობამ ვერ შეძლო ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიის პროცესის სრულად წარმართვა, ხოლო თურქეთმა ამ მხრივ ყველაზე დიდი წარმოება და ექსპორტი შესძლო თავის ისტორიაში. თურქეთი გახდა ერთ-ერთი გადამწყვეტი ქვეყანა. ახლა ჩვენ მომავალს ვუყურებთ მეტი თავდაჯერებულობით, იმედით და მონდომებით.“

გაზეთი „Star“-ი ერსინ თათარის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ჩრდილოეთ კვიპროსის თურქეთის რესპუბლიკის (ჩკთრ) პრეზიდენტმა ერსინ თათარმა თქვა: „თურქეთი არის ქვეყანა, რომელიც აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში სამომავლოდ ყველაზე ძლიერ სიტყვას იტყვის, რადგან ამის ყველაზე დიდი პოტენციალი, სწორედ რომ მას გააჩნია. სადაც თურქეთი არ არის ჩართული, იქ  შეუძლებელია მშვიდობის შენარჩუნება. თურქეთი ყოველთვის იქნება იქ (აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში).“

„მრავალი ქვეყანა მიისწრაფვის თურქული SİHA-ების შესყიდვისკენ“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Vatan“-ში და მასში ვკითხულობთ: თავდაცვის ინდუსტრიის თავმჯდომარე ისმაილ დემირმა განაცხადა, რომ თურქეთის თავდაცვის ინდუსტრიის პროდუქცია, შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატები (SİHA), რომელიც ადგილს იკავებს მეგობარი და მოკავშირე ქვეყნების სამხედრო მარაგებში, ექსპორტირებულია მთელ მსოფლიოში. მისივე განცხადებით, ამ დროისათვის, თურქეთმა უპილოტო საფრენი აპარატების (İHA) და შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატების (SİHA) ექსპორტი 170-მდე ქვეყანაში გაიზარდა.

გაზეთი „Haber Türk“-ი იუწყება, რომ თურქეთმა 2021 წელს, 30 მილიონ 38 ათას 961 ვიზიტორს უმასპინძლა, რაც წინა წელთან შედარებით 88,08 პროცენტით მეტია. თურქეთის ტურიზმიდან შემოსავალი 2021 წელს კი 103,02 პროცენტით გაიზარდა და ჯამში 24 მილიარდ 482 მილიონ 332 ათას დოლარს მიაღწია.

გაზეთი „Sabah“-ი წერს, რომ პრეზიდენტის დეპარტამენტმა და მრეწველობის სამინისტრომ წამოიწყეს კიდევ ერთი  მნიშვნელოვანი პროექტი, რათა კიდევ უფრო გააძლიერონ ახალი ეკონომიკური პროგრამის საწარმოო ნაწილი და თურქეთი გახდეს ერთ-ერთი უდიდესი საწარმოო ბაზა მსოფლიოში. მომზადებული კანონპროექტით თურქეთის 22 ინდუსტრიულ ზონას დიდი სტიმული მიენიჭება. სტრატეგიული ინვესტიციები, როგორიცაა თურქეთის საავტომობილო საწარმოთა ჯგუფი (TOGG), ჩაითვლება ერთიან ინდუსტრიულ ზონად.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები