თურქული პრესა 31.01.2022

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1770755
თურქული პრესა 31.01.2022

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთმა თავისი ჯანდაცვის ინფრასტრუქტურა განვითარებულ ქვეყნებზეც კი წინ წაწია ქალაქის საავადმყოფოებით, პერსონალით, სასწრაფო დახმარების მანქანებით, ვაქცინით და მედიკამენტებით. ერდოღანმა თქვა, რომ ისინი მუდმივად ზრდიან შიდა და განახლებადი რესურსების რაოდენობას თურქეთის ენერგეტიკული საჭიროებების დასაკმაყოფილებლად და ქვეყნის ინდუსტრია ერთ-ერთ წამყვან ალტერნატივად აქციეს მსოფლიოში თავისი წარმოებისა და ექსპორტის სიმძლავრით.

გაზეთი „სტარი“-ს თანახმად, აზერბაიჯანელმა ანალიტიკოსმა თურან რზაევმა შეაფასა პრეზიდენტ ერდოღანის შეთავაზება რუსეთსა და უკრაინას შორის შუამავლობის შესახებ და განაცხადა, რომ თურქეთი ორივე ქვეყნისთვის ყველაზე სანდო პარტნიორია. რზაევმა თქვა: „ანკარას მჭიდრო ურთიერთობა აქვს როგორც კიევთან, ასევე მოსკოვთან. ამ თვალსაზრისით, თურქეთის შუამავლობა ძალზე მნიშვნელოვანია მხარეთა შერიგების საქმეში.“

კატარში გამომავალი გაზეთ Al Jazeera-ს ანალიზში აღნიშნულია, რომ თურქეთის პოლიტიკურმა და სამხედრო ყოფნამ ლიბიაში შეცვალა ბალანსი ჩრდილოეთ აფრიკასა და ხმელთაშუა ზღვაში.  - წერს გაზეთი „საბაჰი“. სტატიაში ნათქვამია, რომ თურქეთი ლიბიაში უსაფრთხოების დამყარების ნაწილია და რეგიონში უცხო ძალების წინააღმდეგ დამაბალანსებელ როლს ასრულებს.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით, თურქეთში ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) საწინააღმდეგო „ადენოვირუსის“ მეთოდით შემუშავებული პირველი ვაქცინა მიზნად ისახავს უზრუნველყოს გრძელვადიანი დაცვა ყველა ვარიანტისგან. ვაქცინის შემქმნელი ანკარის სიმსივნის კვლევის ინსტიტუტის დირექტორმა, პროფესორმა ჰაქან აქბულუთმა განაცხადა: "ჩვენი ვაქცინა ძალიან განსხვავდება mRNA და ინაქტივირებული ვაქცინებისგან, რომლებიც გამოიყენება ჩვენს ქვეყანაში. ეს არის ცოცხალი ვაქცინა. მას აქვს პოტენციალი შექმნას უფრო ძლიერი იმუნური პასუხი."

და ბოლოს, გაზეთი „ჰურიეთი“-ს ცნობით, რომაული ეპოქის 21 გამომწვარი თიხის ქოთანი, რომელიც 2010 წელს ამოიღო ამერიკის ხელისუფლებამ, თურქეთში სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ გასულ კვირას ჩამოიტანეს. ანატოლიური წარმოშობის 14 ნამუშევარი მანჰეტენის პროკურატურამ თურქეთში დასაბრუნებლად ნიუ-იორკის გენერალურ საკონსულოს გადასცა. სტამბოლის არქეოლოგიურ მუზეუმში გამოიფინება ანკარაში ჩამოსატანი 12 მონეტა, რომელთაგანაც 10 ალექსანდრე მაკედონელის, ორი ლიდიის პერიოდისაა და 2 კილიას კერპის თავი.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები