თურქული პრესა 20.12.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1749817
თურქული პრესა 20.12.2021

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ გლობალური კრიზისების წინააღმდეგ თურქეთის გამძლეობისა და კრიზისების შესაძლებლობებად გადაქცევაში თურქეთის თავდაჯერებულობის მიღმა დგას ძლიერი ინფრასტრუქტურა. მან ასევე თქვა, რომ ზრდის მაჩვენებლები, წარმოება, დასაქმება და ექსპორტი, ბიუჯეტის ბალანსებთან ერთად ყველა მაჩვენებელი მიუთითებს თურქეთის გლობალურ წარმატებაზე.

გაზეთი „იენი შაფაკი“-ს ცნობით,  Türksat, რომელიც იქნება ყველაზე ძლიერი Türksat-ის სატელიტური ფლოტიდან, წარმატებით გაუშვეს კოსმოსში ამერიკის ფლორიდის შტატში მდებარე კეიპ კანავერალის ბაზიდან. Türksat 5B-ს გაშვებით, რომელიც კოსმოსში გაიგზავნა Space X-ის კუთვნილი რაკეტით Falcon 9, თურქეთის აქტიური საკომუნიკაციო თანამგზავრების რაოდენობა 5-მდე, ხოლო თანამგზავრების საერთო რაოდენობა 8-მდე  გაიზარდა. თანამგზავრით თურქეთის მონაცემთა გადაცემის სიჩქარე და სიმძლავრე 15-ჯერ გაიზრდება.

სკოტ კრინომ, რომელიც ცნობილია როგორც აშშ-ს თავდაცვის დეპარტამენტის სანდო მრჩეველი და  რომელმაც გააკეთა განცხადებები თურქული შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატების (SİHA) Bayraktar TB2-ების შესახებ, თქვა: „თურქეთის წარმოების პროფეზიონალიზმით იქნა მიღწეული წარმატებები სირიაში, ლიბიასა და ყარაბაღში. თურქეთის გამოცდილება და ცოდნა არის მყარი შაბლონი, რომელსაც სხვა ქვეყნები უნდა მიჰყვეს.“  - წერს გაზეთი „სტარი“.

გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, თურქეთის ვაქცინის ინსტიტუტის ხელმძღვანელმა და კორონავირუსის სამეცნიერო კომიტეტის წევრმა პროფ. ათეშ ქარამ განაცხადა, რომ ადგილობრივი ინაქტივირებული ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ვაქცინის კლინიკურ კვლევებში პირველი მონაცემები ძალიან დადებითი იყო. მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ იმ ადამიანებს შორის რომლებსაც „ტურკოვაკი“ გაუკეთდა, კოვიდ-19 მძიმედ არავის გადაუტანია. „ტურკოვაკმა ასევე სწრაფად გაზარდა ანტისხეულების დონე. ის ადვილად შეიძლება გამოყენებულ იქნას როგორც მესამე დოზის ვაქცინა.“- აღნიშნა ქარამ.

და ბოლოს, გაზეთი „ჰურიეთი“-ს თანახმად, ფრენბურთში FIVB-ს ქალთა მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის ფინალში „ვაკიფბანკმა“ 3-2 დამარცხა იტალიის წარმომადგენელი „იმოკო კონელიანო“  და მეოთხედ გახდა ჩემპიონი.


საკვანძო სიტყვები: #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები