თურქული პრესა 17.12.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1748871
თურქული პრესა 17.12.2021

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი, ამერიკელ ბიზნესმენს, გამომგონებელს და ინვესტორს, SpaceX-ის დამფუძნებელს, აღმასრულებელ დირექტორს და წამყვან დიზაინერს, ილონ მასკს ტელეფონით ესაუბრა. ერდოღან-მასკს შორის გამართული სატელეფონო საუბრის დროს, ელექტრო მანქანების, ციფრული ეკონომიკის, გრძელვადიანი ინვესტიციები და არსებული თანამშრომლობის გასაუმჯობესებლად გადადგმული ნაბიჯები იქნა განხილული.

„თურქეთი, აფრიკაში  თავის ძალას აძლიერებს“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Star“-ში და მასში ვკითხულობთ: ფრანგული ეკონომიკის ყოველთვიური ჟურნალი Capital-ი წერს, რომ თურქეთის მიერ წარმოებულ შეიარაღებულ უპილოტო საფრენ აპარატებზე (SİHA) აფრიკის ქვეყნებში დიდი მოთხოვნაა. აღნიშნული ჟურნალი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ თურქეთმა თავისი გავლენა აფრიკაში პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან ერთად საგრძნობლად გაზარდა.

გაზეთ „Yeni Şafak“-ში კი ყურადღებას იპყრობს სტატია სახელწოდებით, „აზერბაიჯანი და სომხეთი სარკინიგზო ხაზებზე შეთანხმდნენ“ და მასში ვკითხულობთ: აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი და სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშნინიანი გამართულ პირისპირ შეხვედრაზე ორ ქვეყანას შორის აღსადგენ სარკინიგზო ხაზზე შეთანხმდნენ. სარკინიგზო ხაზი, რომელიც აზერბაიჯანიდან დაიწყება და ნახჩევანამდე მიაღწევს, ბევრ ახალს მოუტანს რეგიონს. აღნიშნული სარკინიგზო ხაზი, რუსეთ, აზერბაიჯან, თურქეთის და სომხეთის ჩათვლით რეგიონში სავაჭრო ბრუნვებს გაზრდის.

გაზეთი „Vatan“-ი იუწყება, რომ თურქული კომპანიების ინვესტიციები ბაქოში იზრდება. მათ შორის გახლავთ Demirören-ის ჰოლდინგი-კომპანია, რომელიც აზერბაიჯანში ფარმაცევტულ ქარხანას დააარსებს. სტრატეგიული ინვესტიცია დაასაქმებს დაახლოებით 500 ადამიანს.

გაზეთი „Hürriyet“-ი წერს, რომ თურქეთის ექსპორტიორთა ასამბლეის (TİM) პრეზიდენტმა ისმაილ გიულლემ განაცხადა, რომ მათ დასახეს 300 მილიარდი დოლარის ექსპორტის მიზანი 2026 წლისთვის, მაგრამ იგი, ერთი წლით ადრე გადმოსწიეს. გიულლემ თქვა, რომ ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) ეპიდემიასთან ერთად, ახალი ერა დაიწყო გლობალურ მიწოდების ჯაჭვში და თურქეთის ექსპორტის სექტორმა მოახერხა ამ შესვენების თავის სასარგებლოდ გამოყენება.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები