თურქული პრესა 08.10.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1716562
თურქული პრესა 08.10.2021

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, საგარეო საქმეთა სამინისტრომ მკაცრად დაგმო ებრაელების მხრიდან ოკუპირებულ აღმოსავლეთ იერუსალიმის ძველი ქალაქის რეგიონში მდებარე ალ-აქსას მეჩეთში "უხმოდ" ლოცვაზე ისრაელის სასამართლოს მიერ გაცემული თანხმობა. "ჩვენ მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას მკაცრად დაუპირისპირდეს ამ მცდარ, უკანონო და საშიშ გადაწყვეტილებას და ალ-აქსას მეჩეთის წინააღმდეგ განხორციელებულ ყველა პროვოკაციას." - ნათქვამია განცხადებაში.

გაზეთი „ჰურიეთი“-ს თანახმად, დიდმა ბრიტანეთმა გამოაცხადა, რომ მიიღებს მგზავრებს 37 ქვეყნიდან, მათ შორის თურქეთიდან, რომლებიც სრულად არიან აცრილნი ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ -19) წინააღმდეგ. შესაბამისად, ისინი, ვისაც თურქეთში აქვთ გაკეთებული გაერთიანებული სამეფოს მიერ დამტკიცებული კოვიდ -19 ვაქცინა, გათავისუფლდებიან 10 დღიანი კარანტინისგან. სრულად აცრილად ჩაითვლება ის, ვისაც გაკეთებული აქვს დიდ ბრიტანეში გამგზავრებამდე სულ მცირე 14 დღით ადრე Oxford/AstraZeneca-ს, Pfizer-BioNTech-ის, Moderna-ს და Janssen-ის ვაქცინებიდან რომელიმეს ორმაგი დოზა.

თურქეთის მედიკამენტებისა და სამედიცინო მოწყობილობების სააგენტომ (TİTCK) დაამტკიცა ადგილობრივი ვაქცინის Turkovac-ის გამაძლიერებელ დოზად გამოყენება - წერს გაზეთი „იენი შაფაკი“. ადამიანებმა, რომლებსაც ჰქონდათ „სინოვაკი“-ს ვაქცინის 2 დოზა გაკეთებული, გუშინ დაიწყეს Turkovac-ის მესამე დოზით აცრა. მე-3 დოზის გამოყენება არსებული მესამე ფაზის სამუშაოებთან ერთად მოხდება.

გაზეთი „სტარი“ იუწყება, რომ ყაზახეთმა გამოაცხადა მიმდინარე წლის პირველ ნახევარში ქვეყანაში განხორციელბული პირდაპირი უცხოური ინვესტიციების წილი. გავრცელდა ინფორმაცია, რომ თურქეთი გახდა მესამე ქვეყანა, რომელმაც ყველაზე მეტად გაზარდა ინვესტიციები ყაზახეთში, ამერიკის შეერთებული შტატებისა და შვეიცარიის შემდეგ.

და ბოლოს, გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, თურქეთმა, რომელიც გახდა დასავლური კომპანიების შეუცვლელი მიმწოდებელი კოვიდ -19-ის ეპიდემიის შემდეგ, მსოფლიო გიგანტებისგან მიღებული ინვესტიციებით ყურადღების მიპყრობა დაიწყო. უახლესი ინფორმაცია ინვესტიციის შესახებ მოვიდა გერმანული მოდის გიგანტის Hugo Boss-ისგან. კომპანია მომავალ წელს თურქეთში დასაქმებას ათასი ადამიანით გაზრდის.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები