თურქული პრესა 17.08.2021

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1692361
თურქული პრესა 17.08.2021

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Sabah-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც პრეზიდენტმა რეჯეფ ტაიპ ერდოღანმა, დედაქალაქ ანკარაში გუშინ გავრცელებულ განცხადებაში თქვა, რომ თურქეთის ეკონომიკა უკვე გამოცოხლდა, გაზარდაც დაიწყო და რომ იტყვიან, მსოფლიო ეკონომიკის უმაღლეს ლიგაში გადავიდა, განსაკუთრებით წარმოებისა და ექსპორტის სფეროში. "ჩვენ 2021 წლის პირველ კვარტალში მივაღწიეთ 7%-იან ზრდას, ვიმედოვნებ, რომ მეორე კვარტალს დავამთავრებთ სერიოზული ზრდით", - განაცხადა ერდოღანმა, წერს საბაჰი

Hürriyet-ი იუწყება, რომ თურქეთის ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა, გუშინ გამართულ ვიდეოკონფერენციაზე, რომელსაც ესწრებოდა ავღანეთში თურქეთის სამუშაო ჯგუფის მეთაურიც, თქვა, რომ ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში მომუშავე თურქი პერსონალის უსაფრთხოება, მათი პირველი პრიორიტეტია და ამ მხრივ ყველანაირი ზომები მიღებული აქვთ

Vatan-ის მიხედვით, თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ, იორდანიის გაზეთ ალ-ღადში გამოქვეყნებულ სტატიაში  ყურადღება გაამახვილა იმ ფაქტზე, რომ სწორედ თურქეთი და იორდანია არიან ის ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტად გრძნობენ სირიაში 10 წლის განმავლობაში მიმდინარე სამოქალაქო ომით გამოწვეული ჰუმანიტარული, პოლიტიკური და ეკონომიკური ტვირთის სიმძიმეს, რაც გამოწვეულია მილიონობით სირიელი ლტოლვილის შეფარებით "როგორც სირიის ორი მეზობელი ქვეყანა, ჩვენი საერთო პრიორიტეტია ამ ქვეყნის პრობლემების რაც შეიძლება უმოკლეს დროში გადაწყვეტა, რათა თურქეთში და იორდანიაში თავშეფარებული სირიელი ლტოლვილების უსაფრთხო, ნებაყოფლობითი და ღირსეული დაბრუნება უზრუნველყოფილ იქნას," განაცხადა ჩავუშოღლუმ

Haber Türk-ი ეკონომიკურ გვერდზე თურქეთის სტატისტიკური ინსტიტუტის მხრიდან გამოქვეყნებულ მიმდინარე წლის მეორე კვარტალის სამუშაო ძალის სტატისტიკას ეხება და წერს, რომ უმუშევრობის დონე თურქეთში, მიმდინარე წლის აპრილ-ივნისში, პირველ კვარტალთან შედარებით 0.6 პუნქტით შემცირდა და 12.4 პროცენტზე დავიდა. ამავე სტატისტიკით, აღნიშნულ პერიოდში უმუშევართა რიცხვი 3 მილიონ 989 ათასამდე შემცირდა

"15 დღეში ანტალიაში ერთი მილიონი ტურისტი ჩავიდა," ასეთი სათაურის სტატია იპყრობა ყურადღებას Yeni Şafak-ში და მასში ვკითხულობთ: პანდემიის მიუხედავად, ახალი წლიდან დაწყებული 15 აგვისტოს ჩათვლით, ანტალიას საჰაერო გზით 4,5 მილიონი უცხოელი ტურისტი ეწვია. მარტო ამ ბოლო  15 დღის განმავლობაში, 1 მილიონი უცხოელი ჩამოვიდა და მათ უმრავლესობასაც რუსები წარმოადგენენ. ასე რომ, საერთო ჯამში ანტალიაში ჩამოსული 4,5 მილიონი ტურისტიდან 2 მილიონზე მეტი რუსია



მსგავსი ინფორმაციები