თურქული პრესა 06.08.2021

დღევანდელი თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1686549
თურქული პრესა 06.08.2021

დღევანდელი თურქული პრესის მიმოხილვას გაზეთ Yeni Şafak-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით დავიწყებთ, რომლის მიხედვითაც გუშინ, თურქეთის პრეზიდენტ რეჯეპ თაიპ ერდოღანის თავმჯდომარეობით ეროვნული უშიშროების საბჭოს მორიგი სხდომა გაიმართა და მისი დასრულების შემდეგ გამოქვეყნებულ ოფიციალურ განცხადებაში აღინიშნა, რომ სხვა მრავალ აქტუალურ საკითხებთან ერთად, თურქეთში ტყის ხანძრებთან ბრძოლის მიმდინარეობისა და დამატებითი ზომების მიღების საკითხებიც განიხილეს

Hürriyet-ი იუწყება, რომ თურქეთის დიდი ეროვნული პარლამენტის თავჯდომარემ მუსტაფა შენტოპმა გუშინ, თავისი ირანელი კოლეგა მუჰამედ ბაქირ კალიბაფთანი მიიღო და მასთან საუბარში განაცხადა, რომ  ავღანეთის საიმიგრაციო პრობლემებით ყველაზე მეტად ირანი და თურქეთი დაზარალდნენ. "ჩვენ უნდა გავზარდოთ ურთიერთთანამშრომლობა ავღანეთში სტაბილურობის უზრუნველყოფისა და მიგრაციის ტალღის შეჩერების საკითხში,“ ხაზგასმით განაცხადა სტუმართან საუბრისას შენტოპმა, წერს ჰურრიეთი

Habertürk-ის ცნობით, თურქეთის ჯანდაცვის მინისტრმა ფაჰრეტტინ ქოჯამ, კოვიდ-19 ვაქცინის თანამშრომლობის ფორუმზე, რომელიც ჩატარდა ვაქცინების მწარმოებელი და ექსპორტიორი მრავალი ქვეყნისა და კომპანიების მონაწილეობით, განაცხადა, რომ სამწუხაროდ, ინტელექტუალური საკუთრების უფლებების საკითხში, ჯერ კიდევ ვერ მიაღწიეს სასურველ შედეგებს და ამ მხრივ ჯერ-ჯერობით არც რაიმე გამოსავალი ჩანს. "აქედან გამომდინარე მე მინდა, რომ ამ მიმართულებით საერთაშორისო ურთიერთთანამშრომლობა კიდევ უფრო დაჩქარდეს და გაფართოვდეს," განაცხადა თურქმა მინისტრმა, აღნიშნავს ჰაბერთურქი

“თურქული ელექტრომობილი კონვეიერიდან 2022 წლის ბოლოს გადმოვა“, ასეთი სახელწოდების სტატია იპყრობს ყურადღებას Sabah-ში, რომელიც ეკონომიკურ გვერდზე ინტერვიუს აქვეყნებს უკვე პროექტდასრულებული თურქული ელექტრომობილის, TOGG–ის გენერალურ დირექტორ გურჯან ქარაქაშთან და იგი თურქ ხალხს ახარებს და ამბობს, რომ ადგილობრივი წარმოების ელექტრომობილი კონვეიერიდან პირველად გადმოვა 2022 წლის ბოლოს და ამით სტარტი მიეცემა სერიულ წარმოებას რა, პირველ პარტიას ჯერ თურქეთის ბაზრებს შესთავაზებენ, ხოლო 1,5 წლის შემდეგ მას გერმანიაში, შემდეგ კი ევროპის სხვა ბაზრებზე გაიტანენ."

Star-ი, საერთაშორისო საჰაერო სატვირთო ტრანსპორტის ასოციაციის (IATA) მონაცემებს აქვეყნებს, რომლის თანახმადაც, თურქეთის საჰაერო სატვირთო კომპანია “Turkish Cargo/თურქიშ კარგო“, გასული წლის ივნისის თვეში თუ მე-6 ადგილზე იმყოფებოდა საერთაშორისო საჰაერო ტვირთის გადაზიდვით, 2021 წლის ივნისში უკვე მე-3 ადგილზე გადაინაცვლა და უკან ჩამოიტოვა ძლიერი ამერიკული, ევროპული და აზიური კონკურენტი კომპანიები



მსგავსი ინფორმაციები