თურქული პრესა 01.06.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1649309
თურქული პრესა 01.06.2021

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით რომელშიც ვკითხულობთ: გუშინ ანკარაში გამართულ მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა სატელევიზიო მიმართვის დროს კოვიდ-19-ის წინააღმდეგ ბრძოლის ეტაპობრივი ნორმალიზაციის კალენდარი გამოაცხადა, რომელიც ივნისის თვეში უნდა განხორციელდეს. ამის მიხედვით, ე.წ. კომენდანტის საათი დაწესდება სამუშაო დღეებში, შაბათის ჩათვლით 22.00-დან 05.00 საათამდე (ადგილობრივი დროით), რაც შეეხება უქმე დღეებს, (კვირა) მთლიანად იქნება ჩაკეტილი.

გაზეთი „Hürriyet“-ი ჩავუშოღლუს განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ განაცხადა, რომ ისინი ცდილობენ, აშშ-ს ახალ ადმინისტრაციასთან უფრო უკეთესი ურთიერთობა ჰქონდეთ. მისივე თქმით, აშშ-ს მხრიდან S-400-ების მიმართ დამოკიდებულებაზე არანაირი ცვლილება არ არსებობს რა, S-400-ების გამოუყენებლობის შემოთავაზება მიუღებელია. ჩავუშოღლუმ, ბაიდენ-ერდოღანს შორის გამართულ სატელეფონო საუბარზეც ისაუბრა და დასძინა, რომ ბაიდენმა, ერდოღანს ახლო თანამშრომლობის სურვილი აღუთქვა.

გაზეთი „Haber Türk“-ი იუწყება, რომ თურქმა ჯარისკაცებმა, რომლებმაც მონაწილეობა მიიღეს ნატოს სტაბილური დამცველი „ევროპა 2021“-ის წვრთნებში რუმინეთში და რომელსაც ესწრებოდა 30 ათასი ადამიანი, 26 სხვადასხვა ქვეყნიდან, დიდი შთაბეჭდილება მოახდინეს ალიანსზე.

გაზეთ „Sabah“-ის მიხედვით, გაეროს მიერ გამოქვეყნებულ ახალ მოხსენებაში ნათქვამია, რომ თურქული წარმოების ქარგუ-2 ტიპის უპილოტო საფრენმა აპარატებმა მსოფლიო ისტორიაში ახალი ადგილი დაიმკვიდრეს. მოხსენებაში ხსნენებული იარაღის, ლიბიაში გამოყენებაზეც არის ყურადღება გამახვილებული.

გაზეთი „Star“-ის ეკონომიკური მიმომხილველი წერს, რომ თურქეთი გახდა ქვეყანა, ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) ქვეყნებს შორის, რომელმაც წლის პირველ კვარტალში 7%-იანი ეკონომიკური ზრდა განიცადა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები