თურქული პრესა 31.05.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1648642
თურქული პრესა 31.05.2021

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: საგარეო საქმთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ ბერძნულ გაზეთ „To Vima“-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ საბერძნეთი აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვაში კუნძულებს საკუთარ კონტინენტურ შელფად თვლის რაც მიუღებელია. ჩავუშოღლუმ საბერძნეთს მოუწოდა: „სევილიის რუქა უნდა მიატოვოთ“.

გაზეთი „Star“-ი ადილ ქარაისმაილოღლუს განცხადბას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: თურქეთის ტრანსპორტისა და ინფრასტრუქტურის მინისტრმა ადილ ქარაისმაილოღლუმ განაცხადა, რომ აზერბაიჯანს, მთიანი ყარაბაღის აღსადგენად თავიანთ გამოცდილებებს აუცილებლად გაუზიარებენ.

გაზეთი „Vatan“-ი იუწყება, რომ მრეწველობისა და ტექნოლოგიის მინისტრმა მუსტაფა ვარანქმა გამოაცხადა, რომ ტექნოლოგიურმა გიგანტმა TCL-მ, რომელიც კომპანია არჩელიქს შეუერთდა, დაიწყო სმარტფონების წარმოება თექირდაღში და  გლობალურ ბრენდებს მოუწოდა: „არა მხოლოდ თურქეთის ბაზარზე, არამედ თურქეთიდან ექსპორტზეც იფიქრეთ.“

გაზეთი „Hürriyet“-ი წერს, რომ თურქეთის თავდაცვის მრეწველობის თავჯდომარე, ისმაილ დემირმა განაცხადა, რომ სახმელეთო ძალების სარდლობისთვის დაწყებული, ჯავშანტექნიკიანი საბრძოლო მანქანების მოდერნიზაციის პროექტი დასრულდა რა, აღნიშნული მანქანების მართვისა და სროლის ტესტები წარმატებით განხორციელდა.

„ანადოლუ ეფესი ევროპის ჩემპიონია“ ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Sabah“-ში და მასში ვკითხულობთ: კალათბურთში, ევროლიგის ფინალური მატჩი გიშინ, ბარსელონა-ანადოლუ ეფესს შორის გაიმართა. თურქეთის წარმომადგენელ ანადოლუ ეფესმა, ბარსელონა 86-81 დაამარცხა და ევროპის საუკეთესოს ტიტული მოიპოვა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები