თურქული პრესა 28.05.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1647358
თურქული პრესა 28.05.2021

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „საბაჰ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განაცხადა, რომ შავ ზღვაში 405 მილიარდი კუბური მეტრი გაზის აღმოჩენის შემდეგ ხმელეთზე ჩატარებულმა სამუშაოებმაც შედეგი გამოიღო და დაამატა: „მხოლოდ ბოლო 1 თვეში 3 ახალ ჭაბურღილში ნავთობი აღმოვაჩინეთ.“

გაზეთი „ჰურიეთი“-ს ცნობით, საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ გუშინ გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ადამიანის უფლებათა დაცვის საბჭოს პალესტინის საკითხზე სპეციალურ სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა: ისრაელის დაუსჯელობის დასასრულებლად ეფექტური საშუალებები უნდა მოვძებნოთ.“

პრეზიდენტის პრესსპიკერმა, იბრაჰიმ ქალინმა, გუშინ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ ივნისში გასამართი ევროკავშირის სამიტი მნიშვნელოვანია და დაამატა: „იქ უკვე ველოდებით, რომ თურქეთის მოლოდინების საკითხზე კონკრეტული ნაბიჯები გადაიდგმება. ამ მოთხოვნას ისევ გადავცემთ.“ -  წერს გაზეთი „სტარი“.

გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციის თანახმად, თურქეთის თავდაცვის ინდუსტიის კომპანიების თანამშრომლობით შექმნილმა "ULAQ"-ის სერიის პირველმა პლატფორმამ, შეიარაღებულმა უპილოტო საზღვაო საშუალებამ (SİDA) გუშინ ეგეოსისა და ხმელთაშუა ზღვაში საზღვაო წვრთნების DENİZKURDU-2021 ფარგლებში პირველი გასროლა წარმატებით განახორციელა.

და ბოლოს, გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს ინფორმაციით, ეგეოსის ზღვაზე მდებარე კურორტებზე ტურისტული სეზონი დაიწყო. ეგეოსის რეგიონის ტურისტული დაწესებულებებისა და სასტუმროების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილემ ორჰან ბელგემ განაცხადა: „სერიოზული რაოდენობის ჯავშნები გვაქვს გერმანიიდან, ჰოლანდიიდან, ბელგიიდან და ჩინეთიდან.“


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები