თურქული პრესა 27.05.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1646575
თურქული პრესა 27.05.2021

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გუშინ,  სამართლიანობისა და განვითარების პარტიის (AKP)  დიდ ეროვნული მეჯლისში არსებული ჯგუფის შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ იმედი აქვთ, რომ 2023 წელს უპილოტო საბრძოლო თვითმფრინავის აფრენას შესძლებენ.

გაზეთი „Sabah“-ი ჩავუშოღლუს საბერძნეთში ვიზიტზე ამახვილებს ყურადღებას და მასში ვკითხულობთ: თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მევლუთ ჩავუშოღლუ, 31 მაისს ერთ დღიანი ვიზიტით საბერძნეთში ჩავა.  იგი ვიზიტის ფარგლებში ათენსა და სალონიკს ეწვევა.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი ჰულუსი აქარის განცხადებას უთმობს ადგილს და  მასში ვკითხულობთ: ეროვნული თავდაცვის მინისტრმა ჰულუსი აქარმა გუშინ გაკეთებულ განცხადებაში აღნიშნა, რომ აზერბაიჯანს 5 ერთეული მექანიკური ნაღმების გამწმენდი მოწყობილობა გადასცეს.

გაზეთი „Vatan“-ი იუწყება, რომ თურქეთსა და ბიოტექნიკური კომპანია Pfizer/BioNTech-ს შორის გაფორმებული ხელშეკრულების მიხედვით, რომელიც 120 მილიონი დოზა კოვიდ-19-ის ვაქცინის  თურქეთზე გადაცემაც ითვალისწინებს, პირველი პარტია უკვე ჩამოვიდა.

გაზეთი „Star“-ი წერს, რომ მიმდინარე წლის იანვარ-აპრილის პერიოდში 40 ქვეყანაში 9 მილიონ 542 ათას 306 დოლარის ღირებულების თაფლი იქნა ექსპორტირებული. თაფლის ყველაზე მეტი ექსპორტი აშშ-ში, გერმანიაში, ქუვეითსა და ბელგიაში განხორციელდა.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები