თურქული პრესა 25.05.2021

თურქული პრესის  მოკლე მიმოხილვა

1645123
თურქული პრესა 25.05.2021

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Yeni Şafak“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: გუშინ ოფიციალური ვიზიტით ანკარაში  მყოფ პოლონეთის პრეზიდენტ, ანჯეი დუდას და პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანს შორის გამართული შეხვედრის შემდემდეგ ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. ამის შემდეგ გამართული ერთობლივი პრესკონფერენციის დროს პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ თურქეთი გახდა პირველი ქვეყანა, რომელმაც ნატოს და ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, შეიარაღებული უპილოტო საფრენი აპარატების ექსპორტი განახორციელა.

გაზეთი „Star“-ი ანჯეი დუდას განაცხადებას უთმობს ადგილს, რომელშიც ვკითხულობთ: პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ განაცხადა, რომ თურქეთი რეგიონში მისი ქვეყნის ყველაზე ძლიერი მოკავშირე ქვეყანაა. „მე მჯერა, რომ ჩვენ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ ნებისმიერი საფრთხეები, ნატოს ფარგლებში,“ განაცხადა დუდამ.

გაზეთი „Sabah“-ი ფათიჰ დონმეზის განცხადებას უთმობს ადგილს და მასში ვკითხულობთ: ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრმა ფათიჰ  დონმეზმა განაცხადა, რომ შავ ზღვაში წარმოებული სამუშაოების ფარგლებში შესაძლოა დიდი რაოდენობით ახალი ბუნებრივი გაზის საბადო აღმოაჩინონ. მისივე თქმით, ამის შესახებ ზუსტი ინფორმაცია ივნისის თვეში გახდება ცნობილი.

გაზეთი „Haber Türk“-ი წერს, რომ თურქეთიდან ჩინეთის მიმართულებით მე-6 და მე-7 საექსპორტო მატარებლები უკვე გაემგზავრა. აღნიშნული მატარებლები, რომლებსაც ადგილობრივი წარმოების პროდუქცია გადააქვთ, 12 დღეში 4 ქვეყნის  გავლით ჩააღწევენ დანიშნულების ადგილას.  

გაზეთი „Hürriyet“-ი იუწყება, რომ მიუხედავად სხვადასხვა ქვეყნების შეზღუდვებისა, ტურისტები არ თმობენ თურქეთს. თურქეთის სასტუმროების ფედერაციის (TÜROFED) პრეზიდენტმა სურური ჩორაბატირმა აღნიშნა, რომ კორონავირუსის ყველა შეზღუდვის მიუხედავად, თურქეთში დასასვენებლად ჩამოსული სტუმრები დიდი ბედნიერებით და ნდობით დაბრუნდნენ თავიანთ ქვეყნებში.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები