თურქული პრესა 24.05.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1644482
თურქული პრესა 24.05.2021

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ვათან“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანისთვის „ტვიტერით“ ჰეშთეგით "#ErdoğanlaBirlikteyiz" (ერდოღანთანეთადვართ) გაზიარებული „ტვიტი“ ათასობით ადამიანის მხარდაჭერით, რომელეთა შორისაც დეპუტატები და არასამთავრობო ორგანიზაციების ხელმძღვანელბიც არიან, „ტვიტერის“ ყველაზე პოპულარულ „ტვიტებს“შორის მოხვდა და მათი რაოდენობ ამ დრომდე 250 ათასს გადასცდა.

გაზეთი „საბაჰი“ იუწყება, რომ თურქეთის ქალაქ ქაისერიში შექმნილი ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) საწინააღმდეგო ვაქცინის კანდიდატის ჯანდაცვის სამინისტროსთვის ჩაბარებული მეორე ფაზის ანგარიშის მიხედვით, 250 მოხალისეზე ჩატარებული სამუშაოების შემდეგ ყველა მოხალისეს ანტისხეულები დაუფიქსირდა. არააქტიური პირველი ადგილობრივი ვაქცინის პროცესები თუ წარმატებით დასრულდება, შესაძლოა სექტემბერში ვაქცინის საგანგებო გამოყენების ნებართვა გაიცეს.

რუს ტურისტებს ზაფხულის სეზონის დაწყებამდე თურქეთში ფრენების განახლება სურთ - წერს გაზეთი „სტარი“. ისინი აცხადებენ, რომ თურქეთი ძალიან უყვართ და უნდათ კოვიდ-19-ის წინააღმდეგ არსებული შეზღუდვების რაც შეიძლება მალე მოხსნა. რუსი ტურისტები თურქეთს კლიმატის, გართობის ადგილებისა და ხელმისაწვდომი ბიუჯეტის კუთხით იდეალურ ქვეყანად მიიჩნევენ.

გაზეთი „იენი შაფაკი“ იუწყება, რომ სუპერ ლიგის ჩემპიონის „ბეშიქთაშის“, ჩემპიონთა ლიგაში პირდაპირ ვერ მონაწილეობის რისკი აღარ არსებობს. იმის გამო, რომ პრემიერ ლიგა „ჩელსიმ“ პირველ ოთხეულში დაასრულა, „ბეშიქთაშმა“ სუპერ ლიგის ჯგუფურ ეტაპზე პირდაპირი მონაწილეობის უფლება მოიპოვა.

და ბოლოს, გაზეთი „ჰაბერ თურქი“-ს ცნობით, საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო კვირაში „ანჟერი“ გასვლით მატჩში „ლილი“-მ 2-1 დაამარცხა და ჩემპიონი გახდა. „ლილი“-ს მეორე გოლი თურქმა ფეხბურთელმა, ბურაქ ილმაზმა, გაიტანა. „ლილი“, რომლის შემადგენლობაში ოთხი თურქი ფეხბურთელი შედის, თავის ისტორიაში ოთხჯერ მოიპოვა ჩემპიონობა. ბურაქ ილმაზის ანგარიშზე, რომელიც სტადიონზე თურქული დროშით გავიდა, 16 გოლი ირიცხება.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები