თურქული პრესა 18.05.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1641273
თურქული პრესა 18.05.2021

 

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „ჰაბერ თურქ“-ში გამოქვეყნებული ინფორმაციით, რომლის თანახმადაც, პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გააკრიტიკა ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიენტის, ჯო ბაიდენის მიერ ისრაელისთვის იარაღის მიყიდვაზე თანხმობის გამოცხადება. „ამ მოვლენის დროსაც, რომლის შედეგადაც ღაზაზე სერიოზული არაპროპორციული თავდასხმები ხდება და ასი ათასობით ადამიანის სიკვდილს იწვევს, სამწუხაროდ, თქვენ სისხლიანი ხელებით ისტორიას წერთ.“  

გაზეთი „ჰურიეთი“-ს ცნობით, პრეზიდენტმა ერდოღანმა განაცხადა, რომ ისევე როგორც კვიპროსში, პალესტინაშიც პრობლემის ორ სახელმწიფოან სისტემაზე დამყარებული გადაჭრის მომხრეები არიან. „პალესტინის სახელმწიფოს შესაქმნელად, რომლის დედაქალაიც იერუსალიმი იქნება, ყველა პლატფორმაზე გავწევთ ძალისხმევას“-აღნიშნა ერდოღანმა. მისივე თქმით, იერუსალიმის სამი რელგიიის წარომადგენლების მხრიდან მართვა დღევანდელ პირობებში ყველაზე თანმიმდევრული გზა იქნება.

ბოსნია და ჰერცეგოვინის დემოკრატიული მოქმედების პარტიის თავმჯდომარემ, ბაქირ იზეტბეგოვიჩმა თქვა, რომ პრეზიდენტი ერდოღანი იმ იშვიათი ლიდერთაგანია, რომლებიც პალესტინელების წინააღმდეგ ქმედებებზე ხმამაღლა აცხადებს - წერს გაზეთი „სტარი“. იზეტბეგოვიჩის თქმით, ისრაელის მიერ დაბომბილი შენობების ნანგრევებიდან ბავშვების ცხედრები გამოაქვთ და მუსლიმებს ისრაელისთვის ბოიკოტის გამოცხადებისკენ მოუწოდა.

გაზეთი „ვათანი“ იუწყება, რომ სეპარატისტული ტერორისტული ორგანიზაცია PKK-ს სირიაზე პასუხისმგებელი ტერორისტი „სოფი ნურეთინი“ თურქეთის ეროვნული დაზვერვის ორგანიზაციის (MİT) მიერ ერაყის ჩრდილოეთში ჩატარებული ოპერაციით გაანეიტრალეს. PKK-ს ეგრეთ წოდებული მაღალი რანგის ხელმძღვანელებიდან, წარმოშობით სირიელი ტერორისტი დიდი ხნის მანძილზე ტერორგანიზაციის ეგრეთ წოდებული შეიარაღებული ფრთაზე იყო პასუხისმგებელი, შემდეგ კი სირიაში ტერორისტულ საქმიანობას ჩაუდგა სათავეში.

და ბოლოს, გაზეთი „საბაჰი“-ს ცნობით, იზმირის სეფერიჰისარის რაიონის ღია წყლებში სანაპირო დაცვის თვითმფრინავმა სამაშველო ნავზე მყოფი არარეგულარუ მიგრანტთა ჯგუფი აღმოაჩინა, რომელსაც საბერძნეთის სანაპირო დაცვამ თურქეთის ტერიტორიულ წყლებში შესვლა აიძულა. სანაპირო დაცვის ნავებმა 2 სამაშველო ნავზე მყოფი 32 არარეგულარული მიგრანტი გადაარჩინეს.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები