თურქული პრესა 30.03.2021

თურქული პრესის მოკლე მიმოხილვა

1611023
თურქული პრესა 30.03.2021

მიმოხილვას ვიწყებთ გაზეთ „Haber Türk“-ით, რომელშიც ვკითხულობთ: პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა განურჩევლად წარმომავლობისა და რწმენისა, ყველა საერთაშორისო ინვესტორს თურქეთში ინვესტიციების ჩადებისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ იმ კომპანიებმა, რომლებმაც ადრე ინვესტიციები ჩადეს თურქეთში და უმოკლეს დროში დიდი  მოგება ნახეს, იგივეს მიიღებენ ახალი კომპანიებიც.

გაზეთი „Vatan“-ი წერს, რომ ევროპული საბჭოს პრეზიდენტი შარლ მიშელი და ევროკომისიის პრეზიდენტი, ურსულა ფონ დერ ლაიენი სამუშაო ვიზიტით თურქეთს, 6 აპრილს ეწვევიან. ისინი ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტ, რეჯეფ თაიფ ერდოღანთან გამართავენს შეხვედრას რა დროსაც, თურქეთ-ევროკავშირის ურთიერთობები იქნება განხილული.

გაზეთ „Star“-ის მიხედვით თურქეთის კოსმოსური სააგენტოს თავმჯდომარემ სერდარ ჰუსეინ ილდირიმმა განაცხადა, რომ 2028 წლის ბოლომდე, მთვარეზე მსუბუქად დასაშვებად, მონაცემების შესაგროვებლად და თურქეთში ტრანსპორტირებისთვის შესაბამის სამუშაოებს აწარმოებენ რა, ამის ფარგლებში მრავალმა ქვეყანამ მათ შორის იაპონიამ, ჩინეთმა, რუსეთმა, ევროპის ქვეყნებმა და ამერიკულმა კომპანიებმა დაურეკეს, ეს პროგრამა მიულოცეს და მასში ჩართულობის სურვილი გამოთქვეს.

გაზეთი „Yeni Şafak“-ი იტყობინება, რომ მიუხედავად ახალი ტიპის კორონავირუსის (კოვიდ-19) პანდემიისა, თურქეთს ექსპორტი არ შეუჩერებია რა, ქვეყნიდან ბოლო 15 წლის მანძილზე ექსპორტი საგრძნობლად გაიზარდა. ამ პერიოდში ყველაზე მაღალი ზრდა თავდაცვისა და საავიაციო ინდუსტრიაში დაფიქსირდა.  

„თურქეთი ახალი თაობის გათბობის ტექნოლოგიის ექსპორტს განახორციელებს“, ასეთი სტატია იპყრობს ყურადღებას გაზეთ „Sabah“-ში და  მასში ვკითხულობთ: ანკარაში მოქმედმა ენერგეტიკულმა კომპანიამ მიაღწია გათბობის არაჩვეულებრივ ტექნოლოგიას. ბორის მადნეულით ნანოტექნოლოგიით ეკოლოგიურად სუფთა ენერგეტიკული ტექნოლოგიები შეიმუშავა, რომელიც, ევროპის უმეტეს ნაწილში 50 წელზე დიდი ასაკის შენობების გათბობისთვის იქნება გამოყენებული. კომპანია, რომლის სახელიც ამ დროისთვის კონფიდენციალურია, მისი თავჯდომარე  მალიქ ჩაღლარის თქმით, მათი მიზანია 10 წლის განმავლობაში 1 მილიარდი დოლარის ტექნოლოგიის ექსპორტი.


საკვანძო სიტყვები: #მიმოხილვა , #თურქული პრესა

მსგავსი ინფორმაციები